x
image
worldsport.ge
ფიფამ ირლანდიას დუმილისთვის 5 მილიონი გადაუხადა

imageირლანდიის რესპუბლიკის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ დილეინიმ დაადასტურა, რომ ფიფამ ასოციაციას 5 მილიონი ევრო გადაურიცხა, რათა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის მატჩში ირლანდიას ტიერი ანრის ხელით გამოტანილი ბურთი არ გაეპროტესტებინა.
აღნიშნულ შეხვედრაში ფრანგმა თავდამსხმელმა საჯარიმო დარტყმის შემდეგ კართან ახლოს ბურთი ხელით გააჩერა, შემდეგ კი თანაგუნდელს გოლი გაატანინა. აღნიშნულ მომენტში თამაშგარეც იყო, თუმცა შვედმა მსაჯმა მარტინ ჰანსენმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა. საბოლოოდ ორი მატჩის ჯამში საფრანგეთმა 2:1 გაიმარჯვა და სამხრეთ აფრიკის მუნდიალის საგზური მოიპოვა.
ჯონ დილეინის განცხადებით, ირლანდიის მხრიდან გაპროტესტების თავიდან ასაცილებლად ფიფამ 5 მილიონ ევროდ ფეხბურთის ასოციაცია დაადუმა. ფიფას განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აღნიშნული თანხა ირლანდიას “ავივა სთედიუმის” სარეკონსტრუქციოდ გადაეგზავნა, სესხის სახით. ირლანდიამ ვერ შეძლო თანხის დაფარვა და ფიფამ 2014 წლის დეკემბერში თანხა გაანახევრა.
გასულ კვირას ფიფას ვიცეპრეზიდენტობიდან გადამდგარი აწ უკვე ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ჯიმი ბოისი აცხადებს, რომ ამ ფაქტის შესახებ არაფერი სმენია: “გაოცებული ვარ, ასეთი სასაცილო ჩემ ცხოვრებაში არაფერი გამიგია. თუ მოხდა 5 მილიონის გადარიცხვა ანრის ხელის გამო, ვიმედოვნებ ყველაფერს გამოიძიებენ და ნებისმიერი სახის გადარიცხვა გამოაშკარავდება.”
ტიერი ანრიმ ირლანდიელ ხალხს ხელით თამაშის გამო ბოდიში მოუხადა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
254
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0