x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სიზმრების მეცნიერული ახნა

imageსაზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შიშვლად ყოფნა - ეს სიზმარი შფოთვისა და ტკივილის ამსახველია. მას ადამიანები ხშირად ხედავენ მაშინ, თუ დააწინაურეს, ახალ სამსახურში გადავიდნენ, ან საჯარო პერსონები გახდნენ.
კბილების ცვენა - ამ სიზმართან დაკავშირებით ფსიქოლოგებს განსხვავებული აზრი აქვთ. მაგალითად, ფსიქოლოგი იან ვოლესი კბილს სიძლიერისა და ნდობის ნიშნად აღიქვამს. მისი მტკიცებით, ადამიანს, რომელსაც ესიზმრება, რომ კბილებს კარგავს, საზოგადოების მიმართ ნდობა აქვს დაკარგული. ექიმ ლოურენსის აზრით, დაცვენილი კბილები ქალისთვის სურვილის ასრულების ნიშანია - მათ დაფეხმძიმება სურთ, ხოლო კაცისთვის სქესობრივი სტიმულაციის სურვილი.


ტესტის შევსება - თუ როდესმე დაგსიზმრებიათ, რომ გამოცდას აბარებთ, ტესტს ავსებთ და სწორი პასუხის გახსენებას ცდილობთ, სტრესის ქვეშ ხართ. ექიმი ლაური ლოვენბერგი მსგავსი შინაარსის სიზმარს სამსახურში სტრესს უკავშირებს.

გესიზმრებათ, რომ მოგსდევენ: შეუძლებელია მსგავსი კოშმარის შემდეგ, გაღვიძებისას თავი ვინმემ კომფორტულად იგრძნოს, მაგრამ თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, შიშისგან ძილში დაღვრილი ოფლი პოზიტიურად დაგვირგვინდება. მათი აზრით, ეს არის იმის ნიშანი, რომ პიროვნება საბოლოოდ პრობლემას თვალებში ჩახედავს. როგორც წესი, მსგავს სიზმარს კაცებზე ხშირად ქალები ხედავენ.

ცნობილ ადამიანთან შეხვედრა: სიზმარში ცნობილი ადამიანის ნახვა საჯარო აღიარების სურვილია.


სიკვდილი: სიზმარში სიკვდილი, ან დაკრძალვის ცერემონიის ნახვა ასახავს სურვილს, ცხოვრებაში ერთხელ და სამუდამოდ რაღაც დამთავრდეს, დაგვირგვინდეს. ამასთან, მსგავსი შინაარსის სიზმარი ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად ადამიანს ახალი, სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დაწყება სურს.

1
732
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
732
  
2016, 9 ივლისი, 15:05
სულ იარაღი მესიზმრება ან მაღალი სიმაღლიდან ვარდნა, მაგრამ ყოველთვის რაღაც მიჭერს სანამ დავეცე... ეს რას ნიშნავს არ იცით?
0 1 1