x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ბრძნული გამონათქვამები


image
"ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს უგემური მიშტერება, კარგ ჩაის ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს - ცუდი მკითხველი." - კონსტანტინე გამსახურდია.
"ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში." - კონსტანტინე გამსახურდია.
"ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ." - კრილოვი.
"თუ გინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთე ის." - ნაპოლეონი.
"ვისაც საკუთარი აზრი არა აქვს, იგი ყოველთვის უპირისპირდება სხვის აზრს." - ჟან დელაბერი.
"ისტორია რომანია, რომელსაც უჯერებენ ხოლმე;რომანი კი ისტორიაა, რომელსაც არ უჯერებენ." - ბალზაკი
"თუ გსურს, ცხოვრება შეიმსუბუქო, საქმეში მთელი მონდომება ჩააქსოვე." - რემარკი.
"წარმატებისთვის არ არის აუცილებელი ყველაზე ჭკვიანი იყო, საჭიროა, უმრავლესობაზე ერთი დღით სწრაფი აღმოჩნდე." - სტილარდი.
"ცხოვრება - ეს არ ნიშნავს სუნთქვას.ეს ნიშნავს მოქმედებას.იცხოვრა არა იმან, ვინც ხანგრძლივად იცოცხლა, არამედ იმან, ვინც მეტად შეიგრძნო ეს ცხოვრება." - რუსო.
"არავინ იცის თუ რა ძალის პატრონია, სანამ ის მას არ გამოიყენებს." - აუერბახი.
"ადამიანების უმეტესობა იმდენად დათრგუნულია თავისი ყოფით, რომ ოცნებებშიც კი ვერ ახერხებს ჯადოსნური წრის გარღვევას." - ვოვენარგი.
"ერთადერთი სიამოვნება ცხოვრებაში - ესაა განუწყვეტელი მისწრაფება წინ." - ზოლა.
"სასიყვარულო ომში იმარჯვებს ის, ვინც პირველი გარბის ბრძოლის ველიდან." - ფულერი.
"სულელი მთელ სიცოცხლეს გაატარებს ბრძენის გვერდით და ოდნავადაც ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას, ისევე, როგორც კოვზი ვერასოდეს გაიგებს საჭმლის გემოს.' - კონფუცი.
"უბედურება მჭედლის ჩაქუჩივითაა:ის დამანგრეველიცაა და ბედის გამომჭედელიც." - ბოევი.
"ჯობია, აკეთო არაფერი, ვიდრე არ აკეთო არაფერი." - ადლერი.
"სიცოცხლის მიზანია იცხოვრო ისე, რომ სიკვდილის შემდეგაც არ მოკვდე." - მუსა ჯალილი.
"წვეთი ქვას ძალით კი არ ხვრეტს, არამედ ხშირი დაცემით." - შეფერი.
"კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენი." - ილია.
"თვითსწავლას მიჰყავით ხელი, სანამ ჭკუა ცხოვრებას არ უსწავლებია." - სპენსერი.
"ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი - ყველაფერი." - ლაროშფუკო.
"ვისაც მარტოსულობა არ უყვარს, მას არც თავისუფლება უყვარს." - შოპენჰაუერი.
"ბედნიერება არის კარგი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება." - ჰემინგუეი.
"ცხოვრებაში, რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს, რომ სულ პატარა დაიბადე." - კონსტანტინე გამსახურდია.
































8
3608
33-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ნინი ტუხაშვილი
ნინი ტუხაშვილი
3608
  
2013, 2 ივნისი, 14:21
:)))))კარგი იქნებოდა მართლა...
2013, 2 ივნისი, 14:20
"ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი - ყველაფერი"... ეს უნდა გაითავისონ ჩვენმა თანამედროვეებმა, თორე გასულელდა ხალხი
2013, 18 აპრილი, 10:25
დიდი მადლობა:))))))მე ეს მომწონს;"ცხოვრებაში, რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს, რომ სულ პატარა დაიბადე." - კონსტანტინე გამსახურდია.:))
2013, 18 აპრილი, 3:18
ძალიან კარგია :)) დაუჯერეთ ამ ხალხს უმეტესობას ვიზიარებ :))

"არავინ იცის თუ რა ძალის პატრონია, სანამ ის მას არ გამოიყენებს" ! ! !
2013, 9 მარტი, 13:28
:))კიი მეც მომეწონა.
2013, 9 მარტი, 0:45
"სასიყვარულო ომში იმარჯვებს ის, ვინც პირველი გარბის ბრძოლის ველიდან." - ფულერი.-მომეწონა ძალიან:)
2013, 27 თებერვალი, 16:26
:))მეც მომწონს.
2013, 27 თებერვალი, 16:25
ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე, მაგრამ ქათმები ღრუბლებამდე ვერასოდეს მიაღწევენ." - კრილოვი.
ეს ძალიან მომეწონა
0 1 8