x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
თიკა ჯამბურიას ყოფილმა ქმარმა, ბექა ხოფერიამ ჯვარი დაიწერა(+ფოტოები)
image
მომღერალი თიკა ჯამბურია და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ხათუნა ხოფერიას ვაჟი, ბექა ხოფერია უკვე დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდნენ. ისინი სკოლის ასაკიდან იყვნენ შეყვარებულები და პატარა ასაკში დაქორწინდნენ. მაგრამ მათი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და წყვილი რაღაც პერიოდის შედეგ დაშორდა. მათ ერთმანეთთან შვილი აერთიანებთ, პატარა ულამაზესი გოგონა ნინა და მიუხედავად განშორებისა მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. რატომღაც ყველას ეგონა, რომ წყვილი მაინც ბოლოს ერთად იქნებოდა. თვითონ თიკა ჯამბურიამაც ერთ-ერთ სატელევიზო შოუში ნახევრად ხუმრობით განაცხადა ამის შესახებ, ბოლოს ალბათ ისევ ერთად ვიქნებითო.

განშორების შემდეგ, ბექა ხოფერიას გარშემო ბევრი გოგონა მოიაზრებოდა, მათი დაშორების მიზეზიც ხომ ღალატი იყო, რაც თიკამ არ აპატია მეუღლეს.

ბექა ხოფერია ახლა მოსკოვში სწავლობს. ინტერნეტში ვრცელდებოდა ხმები ბექა ხოფერიას ახალი სიყვარულის შესახებ, მაგრამ ყველა ფიქრობდა, რომ ეს მისი მორიგი გატაცება იყო და მალე გაუვლიდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბექას სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მის ახალ რჩეულთან. მისი ახალი სიყვარული კი ნახევრად ასირიელი ინა ოსიპოვაა. ინა 24 წლისაა და იტალიური ენის სპეციალისტია. მათ ერთმანეთი მეგობრების წრეში გაიცნეს. ინა ძალიან ლამაზი გოგონაა, დედამთილიც ძალიან კმაყოფილია მისი ვაჟის არჩევანით. რამოდენიმე დღის წინ, ბექა ხოფერიამ ოფიციალურად ითხოვა ინას ხელი და საცოლეს ბრილიანტის ბეჭედიც მიუტანა.

გუშინ, 31 მაისს კი წყვილმა ჯვარი დაიწერა. ჯვრისწერა ვიწრო წრეში ჩატარდა.


წყვილის დაქორწინების შესახებ ინფორმაცია ბექა ხოფერიას "ფეისბუქის" გვერდიდან გახდა ცნობილი. როგორც ჩანს ინა ოსიპოვა მეუღლის გვარზე გადავიდა და ინა ხოფერია გახდა.imageimageimageimageimageimage
ვულოცავთ წყვილს ურთიერთობის დაკანონებას და ბედნიერებას ვუსურვებთ!

image

0
1967
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1967
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0