x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
გარდაიცვალა 90-იანი წლების რუსი ვარსკვლავი ნატალია ლაგოდა-მისი ტრაგიკული ისტორია
imageსიკვდილის მიზეზები დგინდება.


ლუგანსკში 41 წლის ასაკში გარდაიცვალა 90-იანი წლების პოპ-მომღერალი ნატალია ლაგოდა, რომელმაც პირველ რიგში გაითქვა სახელი სიმღერით "Маленький Будда".


მომღერლის ცხოვრება საკმაოდ უიღბლოდ წარიმართა, ჯერ იყო და ბიზნესმენ ალექსანდრ კარმანოვთან მძიმედ გადატანილი განშორება(იგი "Блестящи"-ს სოლისტთან ოლგა ორლოვასთან წავიდა.)

მომღერალი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოხტა.ეს მოხდა მისი 8 წლის შვილის თვალწინ.



მოგვიანებით ლაგოდა ყვებოდა, რომ როცა ის კომაში იყო ჩაესმა წინაპარის ხმა, სთხოვდა რომ არ წასულიყო.


გადარჩა, გაუკეთეს 16 ოპერაცია-რა თქმა უნდა რთული იყო, ბოლო-ბოლო მე-5 სართულიდან გადმოხტა. ფაქტიურად თავიდან ისწავლა სიარული.

image


შემდეგ ნატალიას დედის განცხადებით, საავადმყოფოდან მომღერალი მისმა თანაკლასელმა ვიტალიმ გამოიყვანა, მასვე გაჰყვა ცოლად და გადასახლდა ლუგანსკში.

ქმარმა მომღერლის კომფორტული, ძვირადღირებული ბინა გაყიდა, ხოლო ფული თვითონ მიითვისა, ხოლო ნატალია ლამისაა გარაჟში გადაასახლა, ისარგებლა რა მისი არაადექვატური საქციელით.


თუმცა თვითონ მომღერალი ამბობდა, რომ ნამდვილად გაყიდა მოსკოვში ბინა და ქმართან ერთად ბიზნესი წამოიწყო, გახსნეს ავტოსერვისი, სადაც მანქანების გარემონტებით არიან დაკავებულნი.

იგი დიდხანს ვერ უკავშირდებოდა მშობლებს, დედამ თავის ქალიშვილი პრესის მეშვეობით იპოვა, ეკონტაქტნენ კიდეც ერთმანეთს, თუმცა მალევე ნატალიას დედაც მოუკვდა, ისე რომ დაკრძალვაზე ჩასვლაც ვერ შეძლო.


ამბობდნენ, რომ 90-იანი წლების ვარსკვალავი ალკოჰოლს მიეძალა, აგრეთვე არ შეეძლო ლუგანსკის დატოვება, რადგან რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების დროს მათი სახლი მთლიანად დაიბომბა, ხოლო მომღერალი ქმართან ერთად თავშესაფარში ცხოვრობდა.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მომღერლის გარდაცვალების მიზეზი.


2
1990
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1990
  
2015, 2 ივნისი, 1:03
:( ძალიან შემეცოდა
0 1 2