x
image
მანჩო 777
საშინელი ტრაგედიები, მომხდარი ცნობილი ფილმების გადაღებების დროს
ჩვენ, რიგით მაყურებლებს, ხშირად გვეჩვენება, რომ ფილმის გადაღება სასიამოვნო და გასართობია პროცესია, მაგრამ ცოტამ თუ ვიცით, რომ გახმაურებული ფილმების თავბრუდამხვევი წარმატების უკან არამარტო მასახიობების და რეჟისორების კოლოსალური შრომა დევს, არამედ საშინელი ადამიანური ტრაგედიებიც.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ცნობილი ფილმების გადაღებების დროს მომხდარი ყველაზე შემზარავი ტრაგედიები.



1."სიცრუის ილუზია"



image

ჰენლი რივზის წყლის კამერიდან გაქცევის ეპიზოდში მსახიობი ქალი აილა ფიშერი ძლივს გადაურჩა დახრჩობას. მისი ხელბორკილების ჯაჭვი გადაიხლართა და გოგონამ წყალქვეშ სამი წუთი გაატარა. ექიმებმა დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხეს მისი გადარჩენა.



2. "მოუხელთებლები -2"


image

ფილმის გადაღების დროს ერთი კასკადიორი დაიღუპა, ხოლო მეორე საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში მას შემდეგ, რაც რეზინის ნავის აფეთქების სცენის გადაღების დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა: აფეთქების ძალა იმაზე ათჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ფილმის გადაღებისათვის იყო საჭირო. ხუთკვირიანი მკურნალობა დასჭიდა მეორე დუბლიორს, რომ ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაბრუნებოდა.



3. "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები, " ნაწილი პირველი


image

დენიელ რედკლიფის დუბლიორმა დევიდ ჰოლმსმა გადასაღებ მოედანზე საშინლად დაიზიანა კისერი, რის გამოც პარალიზებული გახდა. 25 წლის კასკადიორი გმირების გაფრენის სცენაში მონაწილეობდა და ამ დროს მთელი ძალით შეასკდა კედელს, რის გამოც სხეულის ზედა ნაწილის პარალიზება მოხდა.



4. "საღამო ლას-ვეგასში 2"


image

კასკადიორმა სკოტ მაკლინმა მიიღო თავის ქალის მძიმე დაზიანება და სხეულის სხვა მრავლობითი დაზიანებები ორი მანქანის შეჯახების ეპიზოდის გადაღების დროს. ტრიუკის შესრულებისას მაკლინმა თავის გამოჰყო მანქანის ფანჯრიდან და ამ დროს მას დაეჯახა მეორე მანქანა. ხანგრძლივი მკურნალობის კურსის შემდეგ გამოჯანმრთელებულმა კასკადიორმა სასართლოში უჩივლა კინოკომპანიას Warner Bros. და მისი ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.



5. "შავი რაინდი"


image

გადაღების დროს დაიღუპა ოპერატორი კონვეი უილკლიფი. ერთ -ერთი ტრიუკის გადაღების დროს ავტომობილის მძღოლმა, რომელშიც კინოკამერით შეაიარაღებული უილკლიფი იჯდა, დიდი სიჩქარის გამო მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა. ოპერატორი ადგილზევე დაიღუპა.



6. "ყვავი"


image

საბედისწერო შეცდომამ, დაშვებულმა ფილმის გადაღების დროს, რომელმაც ლეგენდარული ბრიუს ლის შვილი ბრენდონ ლი იმსხვერპლა, შოკში ჩააგდო მთელი ჰოლივუდი. გადაღების დროს ბუტაფორიულ პისტოლეტში რატომღაც ნამდვილი ტყვია აღმოჩნდა, რომელიც მუცელში მოხვდა ბრენდონს. ახალგაზრდა მსახიობი შეუჩერებელი სისხლდენისაგან დაიღუპა.


7. "სამი იქსი"


image

ვენ დიზელის დუბლიორს ჰარი ოკონერს იღებდნენ სცენაში, რომელშიც ის უნდა დაშვებულიყო პარაპლანით საოცარი სისწრაფით მქროლავ კატერზე. სამწუხაროდ, კასკადიორმა ვერ გათვალა ტრაექტორია, შეასკდა ხიდს და ადგილზევე გარდაიცვალა. რეჟოსორებმა ეს სცენა სრულად დატოვეს ფილმში, რათა ამით პატივი მიეგოთ ოკონერის ხსოვნისათვის.



8. "საუკეთესო მსროლელი"


image

ბლოკბასტერის გადაღების დროს მფრინავმა კასკადიორმა არტ შოლმა დაკარგა კონტროლი თვითმფრინავზე, რომლითაც ის უმაღლეს პილოტაჟს ასრულებდა და ჩავარდა წყნარ ოკეანეში. სამაშველო ჯგუფმა ვერც თვითმფრინავი იპოვა და ვერც კასკადიორი.



9. "შავი ზონა"


image

ვიეტნამელებთან ომის ეპიზოდის გადაღების დროს ვერტმფრენის პილოტმა დაკარგა მართვაზე კონტროლი და საშინელი სისწაფით დაასკდა მიწაზე. დაიღუპა სამი მსახიობი: ვიკ მოროუ, 7 წლის მუ-სა დინ ლი და 6 წლის რენე შინი. შემზარავი იყო ის, რომ ვერტმფრენის პილოტს და კიდევ ერთ ბავშვს დამსხვრეული მანქანის მოტრიალე ფრთამ თავი მოაჭრა. ფილმის რეჟისორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, მაგრამ მოსამართლეებმა ის გაამართლეს მას შემდეგ, რაც გადაღებული კადრები ნახეს.


დასასრულ, მინდა შემოგთავაზოთ საკმაოდ მძიმე ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ეცემა თავზე ვერტმფრენი ვიკ მოროუს და ორ მცირეწლოვან მსახიობს.


2
851
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
851
  
2015, 31 მაისი, 18:39
მდაა საინტერესოა :))
0 1 2