x
image
მანჩო 777
აკრძალული კინოპლაკატები, რომლებიც შოკში აგდებს მნახველებს (+16)
image


კინოფილმების პლაკატები იქმნება იმისათვის, რომ გაუკეთონ რეკლამა ახალგამოსულ ფილმებს და გააღვივონ ინტერესი მათ მიმართ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ცენზორები თვლიან, რომ ამა თუ იმ პლაკატის ავტორი ყოველგვარ დასაშვებ ნორმას გაცდა. მიუხედავად იმისა, რომ აქ წარმოდგენილი პლაკატების უმეტესობაში შიშველი სხეულის დემონსტრირება არ ხდება, ისინი მაინც აიკრძალა. მაინც რაშია საქმე?


მაშ ასე, გთავაზობთ ათ კინოპლაკატს, რომლებიც აკრძალული იქნა ამა თუ იმ მიზეზის გამო.


1. სტენლი კუბრიკის "მექანიკური ფორთოხალი"


image


ორიგინალ პლაკატზე გამოსახული იყო სრულიად შიშველი ქალი და ის აკრძალა აშშ-ის ცენზურამ. შიშველ სხეულს ჯერ ქვედა საცვალი " ჩააცვეს", შემდეგ კი საერთოდ ამოიღეს პლაკატიდან.



2. მარკ მაილოდის "ალი ჯი პარლამენტში"

image

ეს პოსტერი აბსოლუტურად უგემოვნოა და ამავე დროს უწყინარი, მაგრამ ცენზორებმა გადაწყვიტეს, რომ საშა ბარონ კოენმა ძალიან ღრმად შეტოპა, ამიტომ კომედიის პოსტერი გასართობად ვერ მიიჩნიეს და აკრძალეს.



3. ჟან დიუჟარდენის "მარცხნივ სიარული"


image


ამ ექვსნაწილიანი ფილმის პოსტერები პარიზის სარეკლამო სტენდებიდან გამოჩენისთანავე ჩამოხსნეს - ფრანგებმა მიიჩნიეს, რომ ფილმის რეკლამა ქალის ღირსებას ამცირებდა.



4. სტივ მაქქუინის "სირცხვილი"

image

პლაკატი განკუთვნილი იყო უნგრული კინოგაქირავებისათვის, მაგრამ მასზე უარი თქვს იმ აზრის გამო, რომ სპერმა (ან თუნდაც უბრალო მინიშნება მის შესახებ) - ეს უკვე მეტისმეტია.



5. ფრენკ მილერისა და რობერტ როდრიგესოს "ცოდვების ქალაქი -2: ქალი, რომლის გულისთვის ღირს მკვლელობა"

image

მშვენიერი ევა გრინის ნახევრადშიშველი მკერდი გახდა მიზეზი იმისა, რომ პოსტერის განთავსება საზოგადოებრივ ადგილებში აიკრძალა.



6. მიტჩელ ლიხტენშტეინის "კბილები"

image

როგორც ჩანს, ამერიკის კინოასოციაციაში არ იციან ანეგდოტი "შენ კბილები იქ გაქვს?"



7. დევიდ ფინჩერის "გოგონა დრაკონის ტატუთი"


image


ამერიკელები თავად ევა გრინის ნახევდრადშიშველ მკერდს ვერ შეეგუენ, აქ კი სიშიშვლე გაცილებით მძიმე ასპექტშია მოცემული.



8. მილოშ ფორმანის "ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ"

image

ფილმის ოფიციალური პოსტერი აკრძალეს აშშ-ის ტერიტორიაზე - ის ზედმეტად პროვოკაციულად ჩათვალეს, თუმცა არც ფილმია შედარებით უწყინარი.



9. პაკ ჩან უკის "წყურვილი"

image

გარდა იმისა, რომ პლაკატი თვალნათლივ გამოსახავს სექსის იმიტაციას, სამხრეთკორეელი ცენზორები მასზე გამოსახული მამაკაცის ჩაცმულობამაც აღაშფოთა .



10. კევინ სმიტის "ზაკი და მირი იღებენ პორნოს"


image


ის, ვინც მიხვდება, თუ რატომაა ეს პოსტერი უცენზურო, საკმაოდ მოზრდილია იმისათვის, რომ არ შეეშინდეს. პლაკატი მალევე ამოიღეს სარეკლამო კამპანიიდან.


5
1113
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1113
  
2015, 7 ივნისი, 21:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 6 ივნისი, 19:55
როდის? .....დრო მინიმალური მაქვს:)
2015, 6 ივნისი, 19:50
აი ეგ სინ სითი და გოგონა დრაკონის ტატუირებით ეგ ნახე მაგარია
2015, 6 ივნისი, 19:49
ლარი ფლინტის გარდა არცერთი არ მაქვს ნანახი.. სამწუხაროდ:(
2015, 6 ივნისი, 19:42
მაგარია.... სინ სითი ძალიან მომწონს უმაგრესი ფილმია
0 1 5