x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ყველაზე უცნაური დედების ტოპ-ათეული
1. დედა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე პატარა ბავშვი გააჩინა


image

ინდოელმა მაჰაჯაბინა შეიხმა პატარა რამაშ რახმანი 2004 წლის 19 სექტემბერს გააჩინა. ახალდაბადებული ბავშვი 243, 81 გრამს იწონიდა, ხოლო მისი სხეულის სიგრძე 10 სანტიმეტრს უდრიდა. რამაში მსოფლიოში ყველაზე პატარა ჩვილად ითვლება, რომელიც მშობიარობის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. პატარა ფეხმძიმობის 25-ე კვირაზე დაიბადა. რამაშის დაბადებამდე მსოფლიოში ყველაზე პატარა ახალდაბადებულ ბავშვად ითვლებოდა 1989 წელს დაბადებული მადლენ მანი, რომელიც ახალ რეკორდსმენზე 37 გრამით მეტს იწონიდა. ამჯამად რამაშ რახმანი ცოცხალია და ჯანმრთელი.




2. ყველაზე ხანდაზმული დედა მსოფლიოში


image

ინდოელი რაიო დევი ლოხანი დედა პირველად გახდა 70 წლის ასაკში 40-წლიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ. ბავშვი 2008 წელს გაჩნდა და ამჟამად ჯანმრთელია და სრულფასოვანი. დედა მას სამი წლის განმავლობაში კვებავდა საკუთარი რძით.



3. ყველაზე მრავალშვილიანი დედა მსოფლიოში


image


გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ყველაზე მრავალშვილიან დედად ითვლება რუსი ქალი, რომელიც პატარა ქალაქ შუიში ცხოვრობდა. მასზე ძალიან მცირე ცნობები არსებობს, სახელიც კი არაა შემორჩენილი. ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ მხოლოდ იმის შესახებ, რომ ის იყო გლეხის ქალი და ვინმე ფიოდორ ვასილიევის ცოლი. ქალი მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა და თავის ცხოვრების მანძილზე 27 მშობიარობიდან გააჩინა 69 (!) ბავშვი.



4. ყველაზე ხანდაზმული ქალი, ვინც ტყუპები გააჩინა


image

დაუოკებელი სურვილი ვაჟის გაჩენისა ინდოელ 70 წლის ომკარ ფარვანს ორმაგ სიხარულად ექცა. იმისათვის, რომ ხელოვნური განაყოფიერება გაეკეთებინა, ომკარმა და მისმა ოჯახმა ლამის მთელი საცხოვრებელი გაყიდეს. ქალს უკვე ჰყავდა ორი ქალიშვილი და ხუთი შვილიშვილი, მაგრამ ომკარის 77 წლის ქმარს ძალიან სურდა გვარის გამგრძელებელი მემკვიდრე ჰყოლოდა. ბედნიერ მამას ახლა უკვე ორი ვაჟი ჰყავს.



5. ყველაზე ნაყოფიერი სუროგატი დედა მსოფლიოში


image

აი კეროლ ჰორდრიკმა კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, როგორც სუროგატულმა დედამ (კეროლი ამჟამად 42 წლისაა). 13 წლის განმავლობაში მან მუცლით ატარა და გააჩინა 12 ბავშვი, მათ შორის სამი ტყუპი. ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ქალი გამოტყდა, რომ ის მხოლოდ ერთხელ აპირებდა სუროგატი დედის როლში ყოფნას, მაგრამ მერე შეჩერება ვეღარ შეძლო.



6. ყველაზე ახალგაზრდა დედა მსოფლიოში


image

მედიცინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დედად ითვლება ლინა მადინა. მან ბავშვი გააჩინა 5 წლისა და 7 თვის ასაკში. მშობლებმა ლინა სამედიცინო დაწესებულებაში სიმსივნის არსებობის ეჭვების გამო მიიყვანეს, რადგან ბავშვს მუცელი არნახული სისწრაფით ეზრდებოდა. რაოდენ დიდი იყო მედიკოსების და ლინას მშობლების გაოცება, როცა ლინა 7 თვის ფეხმძიმე აღმოჩნდა. თვენახევრის შემდეგ საკეისრო კვეთით ლინამ ბიჭუნა გააჩინა. ექიმებმა გულდაგულ შეისწავლეს ლინას ფენომენი: აღმოჩნდა, რომ გოგონამ სქესობრივ სიმწიფეს ოთხი წლის ასაკში მიაღწია.



7. დედა, რომელმაც ერთი მშობიარობით რვა შვილი გააჩინა


image

ნადია დენის სულეიმან გუტიერესმა 2009 წლის იანვარში ერთი მშობიარობით რვა ბავშვი გააჩინა. ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა ერთი მშობიარობით რვა ჯანმრთელი ბავშვი გაჩნდა. მანამდე მსგავსი შემთხვევა 1998 წელს მოხდა ამერიკაში. უნდა აღინიშნოს, რომ მრავალშვილიანი დედა უმუშევარია, მან ბავშვები ხელოვნური ჩასახვით გააჩინა და რვა ტყუპისცალს სახლში კიდევ ექვსი უფროსი და-ძმა ელოდებოდა (საკვირველი ფაქტია, რომ ექვსი შვილის დედამ ხელოვნური ჩასახვით კიდევ მოინდომა ბავშვების გაჩენა).



8. მსოფლიო რეკორდი მშობიარობებს შორის პერიოდის ხანგრძლივობაში


image

ელიზაბეტ ან ბატლმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი ორ მშობიარობას შორის დაშორებით. ეს განსხვავება შედგენს არც მეტი, არც ნაკლები - 41 წელს. მისი პირველი ბავშვი გაჩნდა 1956 წლის 19 მაისს, როცა ელიზაბეტი 19 წლის იყო, ხოლო მეორე ბავშვი მან გააჩინა 60 წლის ასაკში.



9. პირველი ფეხმძიმე მამაკაცი მსოფლიოში


imageimage
უყურებთ ამ წარმოსადეგი მამაკაცის ფოტოსურათს და რთულია წარმოდგენა, რომ ოდესღაც ის ქალი იყო, მაგრამ ეს ფაქტია: ტომასი ქალად დაიბადა და მას ტრეისი ლაგონდინო ერქვა, მაგრამ უკვე 10 წლის ასაკში გოგონა მიხვდა, რომ ის ის არ არის და მიზნად დაისახა მამაკაცად გადაეკეთებინა თავი. გავიდა კიდევ რვა წელი და ტომასმა სერიოზულად მოჰკიდა ხელი თავისი სანუკვარი მიზნის განხორციელებას მრავალჯერადი პლასტიკური ოპერაციების და ჰორმონალური თერაპიის დახმარებით, მაგრამ მთავარი ქალური ღირსება ტომასმა ხელუხლებელი დატოვა. 2007 წელს ტომასი დაფეხმძიმდა ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით, დონორი მისი ცოლი იყო. 2008 წლის 3 ივლისს მან მშვენიერი ბიჭუნა გააჩინა, კიდევ ერთი წლის მერე კი მან ისევ გააჩინა ბავშვი, ამჯერად გოგონა. წყვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აპირებენ ორ ბავშვზე გაჩერებას და ამჟამად ისინი კიდევ ერთ ბავშვს ელოდებიან.


10. ყველზე მინიატურული დედა მსოფლიოში


image


ყველაზე პატარა დედამ (ზომის მიხედვით) სულ ცოტაოდენი ხნის წინ მესამე შვილი გააჩინა და ამაზე შეჩერებას სულაც არა აპირებს, მიუხედავად ექიმების სასტიკი გაფრთხილებისა, რომ ეს ძალიან საშიშია მისი ჯანმრთელობისათვის. 35 წლის სტეისი ჰერალდის (კენტუკის შტატი, აშს) სიმაღლე სულ რაღაც 72 სანტიმეტრის ტოლია. ექიმებმა მას პირდაპირ უთხრეს, რომ სრულყოფილად განვითარებულ ნაყოფს შეუძლია იგი მოკლას, რადგან ქალს მეტად პატარა შინაგანი ორგანოები აქვს. მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, ქალმა უკვე სამი შვილი გააჩინა. სტეისი ოსტეოგენოზით იტანჯება და ძირითად დროს ინვალიდის სავარძელში ატარებს, ამიტომ ბავშვების მოვლით მათი მამაა დაკავებული, რომელიც სავსებით ნორმალური მამაკაცია და მისი სიმაღლე 1, 73 მეტრს შეადგენს.

4
454
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
454
  
2015, 30 მაისი, 18:46
მადლობა:)
2015, 30 მაისი, 18:34
მაგარია
2015, 30 მაისი, 17:19
:) ეს შენი საფირმო ნიშანია?
0 1 4