x
image
worldsport.ge
პუტინმა ბლატერს გამარჯვება მიულოცა

imageრუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იოზეფ ბლატერს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ შვეიცარიელის გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მაღალი ავტორიტეტი დაეხმარება ფეხბურთის პოპულარობის გაზრდაში.
იოზეფ ბლატერმა ფიფას არჩევნები ზედიზედ მეხუთედ მოიგო. შვეიცარიელი პირველად 1998 წელს გაპრეზიდენტდა.
რუსეთი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია და ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებს გულისყურით აკვირდებოდა.
მსოფლიო საფეხბურთო წრეებში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, რუსეთმა მუნდიალის ჩატარების უფლება კორუფციის გზით მოიპოვა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფართო გამოძიების შედეგად ფიფას ამჟამინდელი და ყოფილი წევრები კორუფციაში ამხილა. აშშ კვლავ განაგრძობს გამოძიებას და შესაძლოა ბრალდებულებს ბევრი ადამიანი დაემატოს.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
105
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0