x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134627
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
აი, მაგ ხალხს მინდა გითხრათ თქვე დედა დიდხანსაცოცხლებო!
imageნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ "ფეისბუქის " პირად გვერდზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ფოტო გამოაქვეყნა, თან ასეთი კომენტარი დაურთო:


"საბურავები... სად გააქრეს, რომ ვერ მივაგენი? თუ, არც ყოფილა? იმან არ წამისისინა, ჰაკიმფაშამ? სტოპრაცენტი ჩერეზ ნევო ტალიბანამ გამიჩალიჩა, გერაინი რომ ავახიე. კი ამბობდნენ, აპასნი ტიპიაო... კიდე რა შემეშალა? იფიქრე, ლექსო, იფიქრე... რაღაც შემეშალა, ისე ამითვალწუნეს, საძაგლობებს მეძახიან, ლამბესექსუალისტი ხარო... არადა, უბრალო ტყის მჭრელი ვარ, რამე ხომ უნდა ვაკეთო?."


კომენტარებმაც არ დააყოვნა.ზოგი წერს, რომ ჭიკაიძე გახდა და ლამბერსექსუალი მამაკაცის იმიჯი მოირგოო, ზოგმა გააკრიტიკა თარგამაძე, ბატონო გივი სირცხვილია კაცს დედა მოუკვდა და მგლოვიარეზე კაიფიო.



გიორგი სიგუა კი ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა ფოტოს:

image

კარგა ხანია არ ვერევი და არ ვაკომენტარებ ასეთ საზიზღრობებს, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა.
გახდა, წვერი გაუშვა და ლამბერსექსუალის იმიჯი მოირგოო, რომ ღლიცინებთ ინფორმაციის და სავარაუდოდ ფოტოს ავტორის წაქეზებით, აი, მაგ ხალხს მინდა გითხრათ თქვე დედა დიდხანსაცოცხლებო!
ამ კაცს ძალიან ახალგაზრდა ასაკში გარდაეცვალა ასევე ახალგაზრდა დედა ! წყნარად, მშვიდად და სკანდალების გარეშე დატოვა მინისტრის პორტფელი, არსად ცხვირს არ ყოფს, არ იჯგიმება და არავის ხელს არ უშლის, არის თავისთვის და განიცდის თავის უბედურებას, სდიეთ ახლა პაპარაცებივით და ილამბერეთ და იღლიცინეთ, დიდხანს გიმყოფოთ დედები ღმერთმა!”




2
1203
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1203
  
2015, 27 მაისი, 16:31
საბრალო დედა,ამ კაცის ქვეყნად დასაცინად გახდომად შეიწირა ის ქალი ალბათ,რა შეუჭამეს გული
2015, 26 მაისი, 11:04
ყველაფერზე რომ "ვღლიცინებთ" ამიტომაც ვართ "გაბრწყინებული".
გივი თარგამაძე სხვაზე რამეს რომ იტყვის-მეორედ მოსვლა, რომ არ დაიწყო მიკვირს...
0 1 2