x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
დასრულდა "ევროვიზია" -2015
imageდასრულდა "ევროვიზიის" მე-60 საიუბილეო კონკურსი, გამოვლინდა გამარჯვებული, იგი გახლავთ შვედი მომღერალი მონს ზელმელრევი(Måns Zelmerlöw )სიმღერით "Heroes" .


მაყურებელთა ხმების მიხედვით მან 365 ქულა დააგროვა.შვედეთის წარმომადგენელმა უკვე მეხუთედ გაიმარჯვა "ევროვიზიის" კონკურსზე.პირველი გამარჯვებული გახლდათ ლეგენდარული ABBA, 10 წლის შემდეგ გაიმარჯვა Herrey's, -მა, 1991 წელს შარლოტა ნელსონმა, ხოლო 2012 წელს გამარჯვებული გახდა ლორენი.



მეორე ადგილი გაიკავა რუსმა მომღერალმა პოლინა გაგარინამ სიმღერით A Million Voices(303 ქულა)



მესამე საპრიზო ადგილზე 292 ქულით იტალიური ჯგუფი Il Volo გავიდა სიმღერით-"Grande Amore"



შემდეგი ადგილები ასე გადანაწილდა: ბელგია(217 ქულა), ავსტრალია(196).
ლატვია (186), ესტონეთი (106), ნორვეგია (102), ისრაელი(97), სერბია (53), საქართველო (51), აზერბაიჯანი (49), ჩერნოგორია (44), სლოვენია (39), რუმინეთი (35), სომხეთი (34), ალბანეთი (34), ლიტვა (30), საბერძნეთი(23), ბულგარეთი(19), ესპანეთი(15), ვვიპროსი (11), პოლონეთი (10), დიდი ბრიტანეთი (5), საფრანგეთი (4), გერმანია(0), ავსტრია(0).


შეგახსენებთ, რომ საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს "ევროვიზიის" კონკურსში.პირველად ამ კონკურსზე სოფო ხალვაში წარსდგა სიმღერით "Visionary Dream".ჯერჯერობით ყველა დიდ წარმატებას საქართველოდან ჯგუფმა Eldrine-მა მიაღწია 2011 წელს სიმღერით"One More Day"(მე-9 ადგილი)



წელს ნინა სუბლატი წარმოადგენდა საქართველოს სიმღერით "Warrior", რომელმაც მე-11 ადგილი დაიკავა.

0
85
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0