x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სამყაროში ყველაზე დიდი ვარსკვლავი
image
რომელია ყველაზე დიდი ვარსკვლავი სამყაროში?
ამ კითხვაზე არსებობს მარტივი პასუხი. არ არსებობს არანაირი ხერხი იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რომელი ვარსკვლავია ყველაზე დიდი სამყაროში, გამომდინარე აქედან გვიწევს დავაზუსტოთ კითხვა: რომელია ყველაზე დიდი ვარსკვლავი სამყაროში, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ?

დასაწყისისათვის, მოდით გავერკვეთ თუ რამდენად დიდია ჩვენს პლანეტასთან უახლოესი ვარსკვლავი მზე. მზის დიამეტრი 1.4 მილიონ კილომეტრს შეადგენს. ეს იმდე-ნად დიდი მანძილია, რომ რთულია წარმოვიდგინოთ მასშტაბი. მზე შეადგენს ჩვენი მზის სისტემის მატერიის 99.9%-ს. სინამდვილეში მზის შიგნით შესაძლოა მოთავ-სდეს დედამიწის ზომის მილიონი პლანეტა. ასტრონომები იყენებენ ტერმინებს "მზის რადიუსი" და "მზის მასა" ვარსკვლავთა ზომების შესადარებლად. მზის რადი-უსი შეადგენს 690 000 კილომეტრს, მასა კი ტოლია 2*1030 კილოგრა-მის. ეს 2.000.000.000.000.000.000.000.000.000.000 კილოგრამია.


ყველაზე დიდი ვარსკვლავი ჩვენს გალაქტიკაშიimage


ჩვენს გალაქტიკაში ყველაზე დიდი ვარსკვლავი ეტა-კილია, რომელიც ჩვენგან 7500 სინათლის წელში მდებარეობს და 120 მზის მასის ტოლია. ის მილიონჯერ უფრო კაშკაშაა ვიდრე მზე. ვარსკვლავთა უმრავლესობა ფეთქდება მზის ქართან ერთად და კარგავს თავის მასას დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ეტა-კილი იმდენად დიდია, რომ ყოველწლიურად კარგავს 500 დედამიწის ზომის მასას, ამიტომ ასტრონომებისათვის სირთულეს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, თუ სად მთავრდება ვარსკვლავი და იწყება მისი ვარსკვლავური ქარი. ამიტომ ყველაზე მიახლოებითი პასუხია, რომ ეტა-კილის რადიუსი 250-ჯერ აღემატება მზის რადიუსს.



ყველაზე დიდი ვარსკვლავი სამყაროშიimage

როგორც ითვლება სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ვარსკვლავი R136a1-ია. მისი მასა მზის მასას დაახლოებით 265-ჯერ აღემატება.image


დიდი ზომის ვარსკვლავების განხილვა მოდით დავიწყოთ ბეტელჰეიზეთი, რომელიც მდებარეობს ორიონის თანავარსკვლავედში. ეს წითელი სუპერგიგანტი 950-1200 მზის რადიუსის ზომისაა. ეს ვარსკვლავი ჩვენი სისტემის ცენტრში, რომ მოგვეთავსებინა ის იუპიტერის ორბიტასაც კი შთანთქავდა.

მაგრამ ეს ვარსკვლავი არაა ყველაზე დიდი. ცნობილი ვარსკვლავებიდან ყველაზე დიდიარის VY Canis Majoris, რომელიც დიდი ძაღლის თანავარსკვლავედში მდება-რეობს. ის დედამიწიდან 5000 სინათლის წლითაა დაშორებული. ის მართლაც უზარ-მაზარია, მისი მასა 1540-ჯერ აღემატება მზის მასას. ეს ყველაზე დიდი ვარსკვლავია, რომელიც ჩვენ ვიცით მაგრამ სავარაუდოდ კიდევ უამრავი ვარსკვლავი არსებობს, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. image

1
1459
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1459
  
2015, 24 მაისი, 16:51
საღოლ კარგიი იყო >> იმედია >> ასტრონომები არ გვაგოიმებენ >>:D:D:D ეტა-კილის მასა ბოლომდე მაინც არააა დაგდენილი ეგ 250 უბრალოდ ვარაუდია >> ის ბევრად მეტად შეიძლება აგემატებოდესა მზეს, ეტა-კილზე მასების გაქრობას მხოლოდ ქარებს უკავშირებენ რაც მე მასე არ მგონია, თან გამქრალ მასებს ისინი ვერც ითვლიან რადგან ვარსკვლავი ბოლომდე არც ჩანს. :))
0 1 1