x
image
worldsport.ge
ებრაული მედია: “მაკაბი” არველაძეს ეპატიჟება

imageსაფეხბურთო კლუბ თელ-ავივის “მაკაბის” სპორტული დირექტორი ხორდი კრუიფი მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძის მიწვევას გეგმავს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი newsru.co.il-ი ტელეარხ Sport5-ზე დაყრდნობით იუწყება.
ხსენებული წყაროს ინფორმაციით, კრუიფი არველაძეს უკვე ესაუბრა, მაგრამ ჯერ უცნობია მისმა წინადადებამ ქართველი დააინტერესა თუ არა.
ცოტა ხნის წინ, არველაძე ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ საერთაშორისო უნივერსიტეტში თემაზე “სუფთა” ფეხბურთი ლექცია წაიკითხა. ამის შემდეგ, ის ქაისერში ჩავიდა, სადაც ადგილობრივი “ქაისერისფორის” თურქეთის სუპერლიგაში დაბრუნების აღსანიშნავად მიიწვიეს. არველაძემ მთავარი მწვრთნელის რანგში თავისი კარიერას სწორედ “ქაისერისფორის” თავკაცად დაიწყო.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0