x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
საშინელებათა ფილმები ( I ნაწილი)
ამ სტატიას ვწერ რათქმაუნდა უფრო ფილმების მოყვარულთათვის.

ჩემი უსაყვარლესი ჟანრია საშინელებათა ფილმები.

საშინელებათა ფილმების სტატია იქნება V ნაწილიანი, დღეს გაგაცნობთ რჩეული

ფილმების პირველ ათეულს და მომდევნო დღეებში აღწერებთან ერთად დანარჩენ


რჩეულ ფილმებსაც დავდებ.


გავეცნოთ რჩეულ 10 საშინელებათა ფილმს, რომლებიც ღამით საყურებლად

ნამდვილად ღირს



image



1. ხერხი (SAW)


image


ექიმი ლოურენს გორდონი და ახალგაზრდა ფოტოგრაფი სახელად ედამი აზრზე მოდიან მიტოვებულ შენობაში. ისინი ხელბორკილებით მიჯაჭვულები არიან მილებზე, მათ გვერდით კი – სისხლის გუბეში დევს გვამი… ლოურენსი და ედამი ხვდებიან, რომ სერიული მკვლელის მსხვერპლები გახდნენ, რომელსაც უყვარს ჩასვას თავისი მსხვერპლების გამოუვალ სიტუაციებში. ამ ჯერად მანიაკი სთავაზობს გორდონს ადემი მოკლას – ან მისი შვილი და ცოლი დაიღუპებიან… დეტექტივი სტივენ სინგი ცდილობს ჩარევას… შესძლებენ კი ისინი სამივე ერთად ფსიქოპატის მოტყუებას ეშმაკისეულ თამაშში, და თან ცოცხლები დარჩნენ?.. ნახეთ ფილმი და დასასრულს ნახავთ თავად!



2. ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან ( THE EXORCISM OF EMILY ROSE)


image


ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. 1976 წელს ეშმაკის განდევნის სეანსი, ახალგაზრდა გოგონას სიკვდილით დამთავრდა. მღვდელს, რომელმაც ჩაატარა განდევნა, მკვლელობა წაუყენეს, მაგრამ პროცესი ოფიციალურად იყო ინსცინირებული კათოლიკური ეკლესიით. სამართალის ძიებაში მღვდელი იკვლევს როგორ გაჩნდა დემონი დედამიწაზე, რომელმაც გოგო დაღუპა და ცდილობს დაუმტკიცოს სასამართლოს ზებუნებრივი ძალების არსებობა, რომლებიც ადამიანების ცხოვრებაში იჭრებიან…



3. ამიტივილის საშინელება (THE AMITYVILLE HORROR)


image


1974 წელს 14 ნოემბერს პოლიციის განყოფილებაში საშინელი ზარი შემოვიდა: დე ფოს საოჯახო რეზიდენციაში თავის ლოგინებში ექვსი ადამიანი იყო დახვრეტილი. რონალდ დე ფო გამოტყდა თავისი მშობლების და ძმების მკვლელობაში… მან ეს იმით ახსნა, რომ რაღაცა ”ხმებმა” აიძულეს მას მკვლელობების ჩადენა. ერთი წლის მერე ჯორჯი და კეიტ ლათსები სამ ბავშვთან ერთად გადადიან ამ სახლში საცხოვრებლად. ოჯახმა ჯერ არ იცის, რომ მათი ბედნიერება საშიშროების წინ დგას… დემონურ საშინელ ძალას შეუძლია დაამსხვრიოს მათი ბედნიერება… ამიტვილს კვლავ შიში იპყრობს…



4. 28 დღის შემდეგ (28 DAYS LATER)


image


გიყვართ "ზომბი"ფილმები? მაშინ ეს ფილმი ზუსტად თქვენთვისაა!

საფოსტო კურიერი – ახალგაზრდა ბიჭი გონზე მოდის კლინიკაში… მას არ ახსოვს როგორ აღმოჩნდა ამ ადგილას ნახევრად შიშველი და ძალაგამოლეული, ის გოსპიტალის დერეფნებში ბოდიალობს და სცდილობს მედპორსონალისგან პასუხების მიიღებას. მაგრამ რაც უფრო მეტს სცდილობს ის დახმარების პოვნას, მით უფრო ხმამაღლად ისმის მისი აჩქარებული ნაბიჯები ცარიელ შენობაში… შენობა ცარიელია… აქ არავინ არის!.. ლონდონის ქუჩებში გასვლისას მას იგივე სურათი დახვდება: სრული სიცრიელე. არ ისმის ადამიანების ხმა, არც მანქანების… ქალაქი თითქოს სასიკვდილო სენმა შეიბყრო… მაგრამ, რატომ დატოვა ამ უხილავმა მკვლელმა ჯიმი ცოცხალი?



5. მცდარი მოსახვევი (WRONG TURN)


image


ვირჯინიის ტყეებში გზადაკარგული ახალგაზრდების ჯგუფი ცდილობს, როგორმე უახლოეს ტელეფონადე მიღწევას. მაგრამ ტელეფონის ნაცვლად ისინი პოულობენ სახლს მთაზე, რომელიც იარაღით და ნადავლით არის სავსე… ვინ ან რა ცხოვრობს ამ სახლში? ახალგაზრდები ხვდებიან, რომ მათი ყველა თავგადასავალი კარგად მოფიქრებული მახეა… ვინ არიან სახლის ბინადრები და რა მიზნები ამოძრავებთ მათ?..



6. წყევლა (THE GRUDGE)


image


ახალგაზდა იაპონელმა გოგონამ იცის გავრცელებული წყევლის მოშორების ხერხი. გოგონა ჩიკაგოში ჩაფრინდება, სადაც მრავალსართულიან სახლში მთელი ოჯახი მოჩვენებას ებრძვის. ერთად ისინი ეცდებიან გააფთრებული კაიაკოს შეჩერებას იმისათვის, რომ თავისი სულები გადაარჩინონ ტრაგიკული ფატუმისგან…



7. ტეხასური ხოცვა ბენზოხერხით ( TEXAS CHAINSAW MASSACRE)


image



"ადამიანი ტყავის სახით” – ასე დაარქვა პოლიციამ შეშლილ მკვლელ–მანიაკს, რომელმაც გაუგონAრი სისასტიკის ბოროტმოქმედება ჩაიდინა. ის დღემდე თავისუფლებაზეა, მიმალულია ტეხასის შტათში და ცბიერად ელის მორიგ მსხვერპლს…


8. რეპორტაჟი (REC)


image


ყველა ჟურნალისტს სურს სენსაცია, მაგრამ დამწყები ჟურნალისტი ანჟელა ვიდალი ამ სენსაციებს უფრო მეტად ელოდება.. უნიკალური მასალის ძიებაში იგი მაშველთა ჯგუფთან ერთად დიდ საცხოვრებელ სახლში საზარელი დანაშაულის ადგილზე მიემართება.. იქ მისვლისას მუშაობით აზარტულად დაკავებული ანჟელა თავიდან ვერც კი ხვდება, საიდან მიყავს თავის რეპორტაჟი.. საზარელი რეალობის გრძნობა ძალიან გვიან დაეუფლება. სახლის მაცხოვრებლები საშინელი ვირუსით არიან ინფეცირებულები და ერთი მეორეზე ზომბებად იქცევიან.. სახლი დაბლოკილია, რათა ვირუსმა გარეთ არ გამოაღწიოს, მაგრამ კამერა ბოლომდე იმუშავებს...



9. 30 დღიანი ღამე (30 DAYS OF NIGHTS)


image


ეს არის საუკეთესო ფილმი ვამპირების და საშინელებათა ფილმების მოყვარულთათვის!

ყოველი 30 დღის განმავლობაში ალიასკას პატარა ქალაქი ბეროუ სიბნელეში იძირება. არქტიკული ღამე ნორმალურია ამ ადგილებისათვის. ერთხელაც ქალაქ ოლსონის შერიფი იწყებს ეჭვის შეტანას, რომ ამჯერად 30 დღის სიბნელე ჩვეულებრივად არ ჩაივლის. ადგილობრივი ვამპირები ამზადებენ სისხლიან რეიდს ბეროუში, როგორც კი უკანასკნელი მზის სხივი ჩაესვენება..



10. ბორცვებსაც აქვთ თვალები (THE HILL HAVE EYES)


image


აშშ-ს ნაციონალური სწავლების დროს ჯარისკაცები დასასვენებლად ნიუ-მექსიკოს სასაზღვრო საგუშაგოზე შესასვენებლად გაჩერდებიან და მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ იქ არავინაა. ისინი მახლობელი მთიდან შველის სიგნალს იღებენ და დასახმარებლად მიდიან..





იმედია მოგეწონებათ, მე პირადად ასეთ ფილმებს უფრო ღამის საათებში ვუყურებ

მომდევნო დღეებშიც შემოგთავაზებთ კიდევ 10 საშინელებათა ფილმს, რომლებიც

ნამდვილად ღირს საყურებლად. ( რათქმაუნდა ვისაც არ გაქვთ ნანახი მათთვის უფრო

ვიძახი)






3
429
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
429
  
2015, 20 მაისი, 19:48
ხერხი, მცდარი მოსახვევის ყველა, ტეხასური ჟლეტვა ბენზოხერხით, 30 დღიანი ღამე და ბორცვებსაც აქვთ თვალები ნანახი მაქვს. მიყვარს ეს ჯანრი :))
2015, 20 მაისი, 10:37
Gაიხარე ნატ
2015, 20 მაისი, 9:59
ამ ფილმებს ღამით კი არა დღისითაც რომ ვუყურო ან ასათიანზე მოვხვდები ან კუკიაზე:)) გავაზიარე მაინც, ვისაც მოსწონს იმათთვის...:)
0 1 3