x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134597
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
ამერიკელი მომღერალი ბი ბი კინგი გარდაიცვალა

ამერიკული ბლუზის მომღერალი, ბი ბი კინგი ლას ვეგასში 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გამოცემა, Associated Press-ის ინფორმაციით, მუსიკოსი 6 აპრილს საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ორ დღეში გაწერეს. დიაბეტის გამო მას ორგანიზმის დეჰიდრატაცია დაუდგინდა.

კინგის ადვოკატის განცხადებით, „ბლუზის მეფე“ საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალა.

ბი ბი კინგი ერთერთი ყველაზე ცნობილი ბლუზის ავტორ-შემსრულებელია, რომელსაც რამდენიმე გრემი აქვს აღებული.

2011 წელს, ამერიკულმა ჟურნალმა Rolling Stone-მა უდიდეს გიტარისტთა სიაში მე-6 ადგილზე დაასახელა.

0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0