x
image
worldsport.ge
გატუზო: “მესის შეჩერება მხოლოდ ჯარიმით შეიძლება”

imageიტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ყოფილმა ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ Tutto Mercato-სთან ინტერვიუში “ბარსელონას” ვარსკვლავის ლიონელ მესის შესაძლებლობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ არგენტინელს მოედანზე ყველაფერი ხელეწიფება და მისი შეჩერება მხოლოდ თამაშის წესის დაღვევითაა შესაძლებელი.
“მესის თამაში აღმაფრთოვანებს, ის წარმოუდგენლად ნიჭიერი და შემოქმედებითია. როცა ამ ფეხბურთელს უყურებ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მას მოედანზე ყველაფერი შეუძლია. იმას, თუ როგორ მოძრაობს ბურთით, მუშაობას ნამდვილად ვერ დაარქმევ – ეს რაღაც ერთი მთლიანობაა. როგორც მწვრთნელი, ვერაფრით ვხვდები როგორ შეიძლება მესის შეჩერება. როგორც ფეხბურთელმა შემიძლია ვთქვა, რომ ეს თამაშის წესის დაცვით ფაქტობრივად შეუძლებელია. ლეოს ნებისმიერის მოტყუება შეუძლია, მასზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერი მეტოქისაც. ამიტომ, თუ გინდა შენი კარი ხელშეუხებელი დარჩეს, მოგიწევს მის წინააღმდეგ დაჯარიმდე. სხვას ვერაფერს მოახერხებ” – განაცხადა გატუზომ.



www.worldsport.ge

0
184
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0