x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134577
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ბოლივუდის ვარსკვლავს, სალმან ხანს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
image

მოწმეები ამტკიცებენ, რომ სწორედ ცნობილი მსახიობი იჯდა საჭესთან, როდესაც მისმა Toyota Land Cruiser-მა მართვა დაკარგა და ტროტურზე შეეჯახა ხუთ მძინარე მამაკაცს.


ბოლივუდის სუპერვარსკვლავი სალმან ხანი დამნაშავედ სცნეს ავარიის მოწყობისთვის, რომელიც 2002 წელს მოხდა და რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 მძიმედ დაშავდა.მსახიობს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მუმბაის სასამართლომ, იუწყება სააგენტო IANS-ი.



ინციდენტი, რის გამოც სალმან ხანს პატიმრობა მიესაჯა 2002 წლის 28 სექტემბერს მოხდა.მსახიობი თავის ავტომობილით დაეჯახა გზიპირა საცხობს ბანდა უესტის რაიონში, რის შედეგადაც 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი მათგანი კი მოგვიანებით გარდაიცვალა.

ხანი ავარიის დღესვე დააკავეს, მოსამართლე მაშინ მსახიობისთვის 10 წლიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა შემდგომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.



13 წლის შემდეგ სასამართლო განახლდა, "ყველა ბრალდება მსახიობის წინააღმდეგ დამტკიცებულია"-განაცხადა მოსამართლემ.


"თქვენ მართავდით ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე და ამასთანავე ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ"-მიმართა მოსამართლემ მსახიობს.

image

ადრე მსახიობი ამტკიცებდა, რომ საჭესთან ის არ იჯდა, შემდგომ იმას, რომ თითქოს საბურავი გაუსკდა და იმიტომ დაკარგა მართვის სადავეები, თუმცა სასამართლო საქმის გარჩევის დროს მოწმეები საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ, ამბობდნენ, რომ სალმან ხანი ისეთი მთვრალი იყო, მანქანიდან როცა გადმოვიდა რამდენჯერმე დაეცაო...შემდეგ კი გაიქცაო.


რაც შეეხება გამსკდარ საბურავს, შემთხვევის ადგილზე მისული კონსტებლი სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, მისი თქმით ავტომობილს საბურავი მთელი ჰქონდა, ხოლო ხანი ისეთი მთვრალი იყო, ფეხზე ვერ იდგაო.ამჟამინდელ მოსმენას კონსტებლი ვეღარ დაესწრო, რადგან 2007 წელს გარდაიცვალა.


უფრო ადრე 1998 წელს სალმან ხანს ედებოდა ბრალად იშვიათი, გადაშენების პირას მყოფი გაზელის ავტომობილით გატანა, აგრეთვე მის მსოფლიოს და ბოლივუდის სუპერვარსკვლავის აიშვარია რაის ცემა.


ამრიგად შესაძლოა ბოლივუდმა დაკარგოს 31 მილიონი$ იმის გამო, რომ მოუწევთ იმ ბლოგბასტერების გადაღების გადადება, სადაც ინდოელ ვარსკვლავს უნდა მიეღო მონაწილეობა.

image

0
59
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0