x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101490
  • ვიდეო:346695
  • სურათი:465393
"ვცდილობ ეთერში არ ავტირდე" - ყველაზე გემოვნებიანი ტელეწამყვანი "საქართველოს ვარსკვლავის" კულუარულ დეტალებზე
image


უმშვენიერესი ნინუცა ორჯონიკიძე საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო, როცა ის ტელეწამყვანის ამპლუაში მოევლინა მაყურებელს. ნინუცას სატელევიზიო საქმიანობა „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ ეთერში შუადღის გადაცემით დაიწყო, თუმცა, ერთი კვირის წინ ნინუცა მეგა-შოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ თანაწამყვანიც გახდა.



ნინუცა გემოვნებიანი მანდილოსანია. მისი ჩაცმულობაც საზოგადოების ყურადღებას მანამდეც იქცევდა, სანამ ტელეწამყვანი გახდებოდა.

მას სამოდელო სფეროში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, თუმცა, მოდელი არასოდეს ყოფილა, პროფესიით ფინანსისტი მისი მეგობრის, ჯაბა დიასამიძის ჩვენებებში მონაწილეობს.

„რეიტინგი“ ნინუცა ორჯონიკიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.



- ტელევიზიაში მუშაობა სექტემბერში დავიწყე. გადაცემა „ნაშუადღევს“ იყო პირველი პროექტი, სადაც ტელეწამყვანის როლში ვცადე საკუთარი ძალები, მოგვიანებით, როცა ამის პარალელურად „საქართველოს ვარსკვლავის“ თანაწამყვანობაც შემომთავაზეს, ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. საკუთარი თავის შეფასება გამიჭირდება, მაგრამ ასეთ პროდაქშენთან მუშაობა ჩემთვის არაჩვეულებრივი გამოცდილებაა.



image


- მაყურებლისთვის ყოველთვის თვალში საცემია თქვენი დახვეწილი ჩაცმულობა, საკუთარი ძველი პროფესია - მოდელობა გეხმარებათ ალბათ სამოსის სწორად შერჩევაში...
- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. მოდელობას რაც შეეხება, არასდროს ვყოფილვარ მოდელი, ეს რატომღაც არასწორად გავრცელებული ინფორმაციაა. ფინანსისტი ვარ, ინგლისში ვსწავლობდი ხუთი წელი. რაც შეეხება სამოდელო საქმიანობას, ჩემი მეგობარი არის უნიჭიერესი ჯაბა დიასამიძე და მის ჩვენებებზე გამოვდივარ. როცა ჯაბა ჩვენებას მართავს, 80% ძირითადად მისი მეგობრები გამოდიან პოდიუმზე და მათ შორის ვარ მეც. ჯაბა უბრალოდ ჩვენებას არ მართავს, ეს არის სანახაობა, სადაც ყოველთვის უამრავი სტუმარი მოდის.


image


საეთერო ჩაცმულობას რაც შეეხება, ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე ნამდვილად არ მაცვია. სატელევიზიო ჩაცმულობას თავისი სპეციფიკა აქვს და ამაში და არა მხოლოდ ჩაცმაში მეხმარებიან კოლეგები, პროდუსერები, პედაგოგები და ა.შ. რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.


- ხშირად თანამშრომლობთ ქართველ დიზაინერებთან?

- ქართველ დიზაინერებთან ხშირად ვთანამშრომლობ. საზღვარგარეთ როცა მიმიღია კომპლიმენტი, ყოველთვის ქართველი დიზაინერის სამოსი მცმია. გემოვნებიან და ხარისხიან სამოსს ქმნიან ჩვენი დიზაინერები. რამდენიმე მათგანთან ვმეგობრობ კიდეც.



image


- რამდენიმე თვის წინ, „რეიტინგის“ ყურადღების ცენტრში ანუკი არეშიძისნაირი კაბის გამო მოხვდით, ანუკისთანაც მეგობრობთ?
- ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მომწონს მის მიერ შექმნილი სამოსი. ინდივიდუალური ხედვა აქვს და ეს მის შემოქმედებაშიც იგრძნობა. შეიძლება დიზაინერს ჰქონდეს გემოვნება, მაგრამ თუ სწორი კონცეფცია არ შექმნა, მისი სამოსი არ გაიყიდება.


image


- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით...
- ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ დაოჯახებული ვარ და მყავს შვილი.



- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს ტელეეთერში გამოჩენას?
- როგორც ყველას, ჩემი ოჯახის წევრებსაც უყვართ ტელევიზია და როცა დავიწყე მუშაობა, ძალიან გაუხარდათ. ადრე მეგაშოუებს აქტიურად ვუყურებდით და ახლა ერთით მეტი მიზეზი აქვთ, რომ შოუს მაყურებლები იყვნენ.



image


- ვისი კაბა გეცვათ პირველ ლაივზე?
- ჯაბა დიასამიძის კაბა მეცვა. ყველაზე ნაკლებად ჩაცმულობაზე ვფიქრობ. ძალიან დიდი შრომა სჭირდება წამყვანობას, დიდი პასუხისმგებლობაა და თუ შენს საქმეს ვერ შეასრულებ კარგად, კარგი კაბა და მაკიაჟი ნამდვილად ვერ გადაგარჩენს.



- მონაწილეებს ალბათ განსაკუთრებულად გულშემატკივრობთ...
- ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ვცდილობ, ეთერში არ ავტირდე. თქვენ არ იცით, მათ როგორი ურთიერთობა აქვთ, როგორ გულშემატკივრობენ ერთმანეთს. მართალია, კონკურენტები არიან, მაგრამ ყველანაირად გვერდით უდგანან ერთმანეთს. არ ვიცი, ეს ჩანს თუ არა ეთერში.


2
1035
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
1035
  
2019, 31 იანვარი, 22:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 31 იანვარი, 17:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2