x
image
worldsport.ge
მარტინო: “მესი წელს ბრწყინვალე ფორმაშია”

imageარგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი ბრწყინავლე ფორმაშია, გასულ მუნდიალზე კი ფეხბურთელი ნაკლებად ეფექტური იყო.
“მესი ყველა თვისებით ბოლომდე აღჭურვილი ფეხბურთელია, რომელმაც იცის რა სჭირდება და რა ხარისხი უნდა შესთავაზოს გუნდს სხვადასხვა დროს. ახლა მესი უფრო მობილიზებულია, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მესი ნაკლებად ეფექტური იყო.” – განაცხადა “ალბისელესტეს” თავკაცმა.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესი საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ლეომ მუნდიალზე 4 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მესიმ საკლუბო დონეზე 49 მატჩში 49 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2015 წლის დასაწყისიდან ფეხბურთელმა 27 მატჩი გამართა 26 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge


0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0