x
image
worldsport.ge
რიბერის აგენტი: “ფრენკმა გადაწყვეტილება მიიღო და არ შეცვლის”

imageმიუნხენის “ბაიერნის” შემტევის ფრენკ რიბერის აგენტმა ჟან-პიერ ბერნმა განაცხადა, რომ ფეხბურთელმა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და აზრს არ შეიცვლის.
“ვფიქრობ, რომ რიბერის ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობა არ არსებობს. მან გადაწყვეტილება უკვე მიიღო და არ შეცვლის. საფრანგეთში მას კარგად არ ექცეოდნენ, დასცინოდნენ კიდეც, ფრენკი კი ემოციური ადამიანია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მის მიმართ კრიტიკა წამოვიდა.” – განაცხადა ბერნმა.
რიბერის “მამლების” რიგებიდან ამოწერის შემდეგ უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინმა თანამემამულე გააკრიტიკა და ფრენკის მიმართ სასჯელის შემოღების ინიციატივით გამოვიდა.

გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
230
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0