x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
თანამედროვე ტექნიკის მონსტრები - ყველაზე უცნაური ტექნიკა მსოფლიოში

მანქანები, რომლებსაც წინამდებარე პოსტში წარმოგიდგენთ, იმდენად უცნაურად გამოიყურებიან, რომ გეგონებათ, ისინი რეალში კი არ არსებობენ, არამედ მხოლოდ მწერალ-ფანტატების წარმოსახვის ნაყოფია ანდა ჰოლივუდის ბლოკბასტერების გადასაღებად სპეციალურად შექმნეს.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა თანამედროვე ტექნიკის ათი მონსტრი.



1. სახანძრო მანქანა «Ветерок»


imageimage
ეს მანქანა სპეციალურადაა კონსტრუირებული გაზისა და ნავთობის ჭაბურღილებზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად. ის შექმნეს რუმინეთში საბჭოთა ტანკის Т-34-ის მიხედვით.



2. სამხედრო-საინჟინრო მანქანა Trojan


imageimage
ეს ჯავშნოსანი შეიქმნა ბრიტანელი ინჟინრების მიერ 2000 წელს საბრძოლო ტანკის Challenger 2-ის ბაზაზე და მისი დანიშნულებაა ბუნებრივი და ხელოვნური წინაღობების დაძლევა მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლის დროსაც კი.



3. Monster Motorbike from Hell


image


ეს მონსტრი ააგო ავსტრალიელმა კასკადიორმა რეი ბაუმანმა. 9 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სიმაღლის მოტოციკლი იწონის 13 ტონას და მოძრაობაში მოდის სატვირთო მანქანის Detroit Diesel-ის ძრავით.



4. ფრონტალური დასატვირთი მანქანა LeTourneau L–2350


imageimage
მსოფლიოში ყველაზე დიდ სატვირთ მანქანას შეუძლია ერთ ჯერზე აიღოს 75 ტონა ღორღი. მისი 2300 ცხენისძალიანი ძრავა 24 საათის განმავლობაში 4000 ტონა საწვავს წვავს.



5. სატრანსპორტო-გასაშლელი ხიდი Overburden Conveyor Bridge F60


imageimage
ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მანქანა, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია. ეს გიგანტი 502 მეტრი სიგრძისაა და იწონის 365 ათას ტონას. მისი სიგრძე უფრო მეტია, ვიდრე ცათამბჯენ Empire State Building-ს სიმაღლე.



6. ტრაქტორი Big Bud 747


imageimage
ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი. მას შეუძლია 25 მეტრი სიგანის კულტივატორი გაათრიოს 15 კმ/სთ სიჩქარით. ერთ ჰექტარ მიწას ასეთი ტრაქტორი ერთ წუთზე ნაკლებ დროში ამუშავებს.


7. მფრინავი ნავი Hughes H-4 Hercules


imageimage
1947 წელს აგებული იქნა ამ მფრინავი აპარატის ერთადერთი ეგზემპლარი და და მან განახორციელა მხოლოდ ერთი გაფრენა. თუ გავითვალისწინებთ მასალას, რისგანაც ის დაამზადეს (არყის ხის ფანერა), ეს მანქანა უფრო წააგავს ნავს, ვიდრე თვითმფრინავს.



8. სატვირთო შასი МАЗ-7907


imageimage

ეს არის მსოფლიოში ერთადერთი მანქანა 24 წამყვანი თვლით, რომელთაგან 12 მართვადია. ის გამოიყენება სარაკეტო კომპლექსის გამშვები მოწყობილობის დასამონტაჟებლად.



9. ვერტმფრენი Ми-12


imageimage
Ми-12 წარმოადგენს ყველაზე დიდ ტვირთამწე ვერტმფრენს დედამიწაზე. მისი მასა 105 ტონაა. 1969 წლის აგვისტოში Ми-12-მა დედამიწიდან ჰაერში აწია 44 ათასი ტონა ტვირთი. ჯერჯერობით ამ რეკორდის გაუმჯობესება ვერავინ შეძლო.



10. ტანკების გადაასადგილებლად განკუთვნილი ხიდების დასაგები მანქანა МТУ-72


imageimage
მანქანა განკუთვნილია 20 მეტრი სიგანის ლითონის ხიდების დასაგებად, რომელთა ტვირთგამტარობაა 50 ტონაა. ხიდი ავტომატურად იგება სულ რაღაც 3 წუთში.

4
1453
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
1453
  
2018, 12 თებერვალი, 2:57
44 ტინა აწია ვერტმფრენმა და 4 ტონა საწვავი უნდა 24 საათის განმავლობაში იმ მონსტრ მანქანას და არა 44 000 ტონა აწია და 4000 ტონა საწვავი უნდა დაუკვირდი სტყვებს როცა თარგმნი 44 000 ტონა ტვირთის გადატანა მატარებელსაც უჭირს
2016, 8 თებერვალი, 19:42
მაგარია ძაან
2015, 28 აპრილი, 19:42
აბა რომელი გაჩუქო?:)
2015, 28 აპრილი, 19:42
ვაა..მაგარია
0 1 4