x
image
მანჩო 777
განსაცვიფრებელი ანტიკური გამოგონებები, რომელთა საიდუმლოებაც დაკარგულია
სამყარო სავსეა საიდუმლოებებით, რომელთა ახსნა

თანამედროვე მეცნიერებასაც კი არ ძალუძს. ამ პოსტში მინდა მოგითხროთ სხვადასხვა უცნაურ ფენომენზე, რომელიც ხშირად სცდება მეცნიერების საზღვრებს.

სამწუხაროდ, უამრავი სასარგებლო გამოგონება, რომელთა აღმოჩენა ათასეული წლების წინ მოხდა და რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა კაცობრიობის განვითარების ადრეულ ეტაპებზე, დღეისათვის დაკარგულია და თანამედროვე ინჟინრებსა და გამომგონებლებს კუთხეში აყენებს ტექნოლოგიის განვითარების უნიკალური დონით. ამ გამოგონებების თანამედროვე ანალოგები მხოლოდ 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე გამოჩნდა, ზოგიერთის საიდუმლოება კი დღესაც არაა ამოხსნილი.



1. ბერძნული ცეცხლი - საიდუმლო ქიმიური იარაღი



VII-XII საუკუნეებში ბიზანტიელები საზღვაო ბრძოლების დროს მტრის ხომალდების დასაწვავად იყენებდნენ საიდუმლო ნივთიერებას. ეს სითხე, რომელსაც მტრის გემებს ასხამდნენ სიფონების ან მილების მეშვეობით, წყალშიც კი იწვოდა. ცეცხლის ჩაქრობა შესაძლებელი იყო მხოლოდ ძმრით, ქვიშით ან ....შარდით. მეცნიერებმა დღესაც არ იციან, თუ რა ნივთიერება იყო ეს. ბიზანტიელები მის რეცეპტს მკაცრად ასაიდუმლოებდნენ. ის სულ რამოდენიმე პიროვნებამ იცოდა, რომლებსაც ფიცი ჰქონდათ დადებული სამარეში ჩაეტანათ საიდუმლო. საბოლოო ჯამში ამ ნივთიერების წარმოების ტექნოლოგია დაკარგულ იქნა.


image


ამ უძველეს ილუსტრაციაზე, რომელიც ესპანელი მხატვრის იოან სტილიცის კალამს ეკუთვნის, სწორედ ბერძნული ცეცხლია გამოსახული. მარცხენა ხომალდის თავზე ბერძნული წარწერა გვამცნობს: "ბერძნები წვავენ მტრის ხომალდს".



2. თხევადი მინა- ძალიან ძვირფასი ნივთიერება


ჩვენს დრომდე მოღწეულ სამ ანტიკურ წყაროშია მოხსენიებული თხევადი მინა, თუმცა აღწერილობა არაა საკმარისი იმისათვის, რომ ამ ნივთიერების არსებობა ნამდვილად დავიჯეროთ. მისი გამოგონების ისტორია პირველად რომაელმა ფილოსოფოსმა და მეცნიერმა პეტრონიუმმა აღწერა. ის წერდა ერთ-ერთი რომაელი მინათმბერავის შესახებ, რომელმაც იმპერატორ ტიბერიუსს უცნაური მინის ჭურჭელი აჩუქა. შემდეგ ოსტატმა სთხოვა ტიბერიუსს უკან დაებრუნებინა მისთვის ეს ჭურჭელი და ამ დროს ხელიდან გააგდო ის. ყველას გასაოცრად, ჭურჭელი არ გატყდა, ის მხოლოდ დეფორმირდა და მინათმბერავმა მას სწრაფად დაუბრუნა ჩვეული პირველადი ფორმა. ტიბერიუსს შეეშინდა, რომ ეს უცნაური მინა ძვირფასი ლითონების ფასს დასცემდა, ამიტომ უბრძანა თავი მოეკვეთათ მინათმბერავისათვის, რომ თხევადი მინის წარმოების საიდუმლო მასთან ერთად მომკვდარიყო.


image


2012 წელს მინის მწარმოებელმა კომპანიამ Corning საზოგადოების წინაშე წარადგინა თხევადი, ეგრეთწოდებული " ტირიფის მინა"- ცეცხლგამძლე და იმდენად პლასტიკური მასალა, რომ შესაძლებელია მისი დახვევა რულონად. ამ გამოგონებამ ფართო გამოყენება ჰპოვა მზის ბატარეებში.

თუ უიღბლო რომაელმა მინათმბერავმა მართლაც ასეთი მინა გამოიგონა, მან მთელი ორი ათასწლეულით გაუსწრო წინ თავის დროს.



3. შხამსაწინააღმდეგო ნივთიერება ყველანაირი შხამის გასანეიტრალებლად


ეგრეთწოდებული "უნივერსალური შხამსაწინააღმდეგო ნივთიერების" აღმოჩენის პრეროგატივას მეფე მითრიდატე VI პონტოელს მიაწერენ, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 120-63 წლებში მეფობდა, ხოლო მისი ფორმულის სრულყოფა კი იმპერატორ ნერონის პირადმა ექიმმა მოახდინა. შხამის ორიგინალური ფორმულა დაიკარგა, მაგრამ შემორჩენილია ინფორმაცია მისი შემადგენელი ინგრედიენტების შესახებ. მათ შორის იყო ოპიუმი, გველის შხამი, ზოგიერთი ცნობილი შხამი და ანტიშხამი. სწორედ ამის შესახებ წერდა სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებათა ისტორიკოსი და ფოლკლორისტი ედრიან მეიორი 2008 წელს გამოცემულ თავის ნაშრომში სახელწოდებით :"ბერძნული ცეცხლი, შხამიანი ისრები და მორიელის ბომბები: ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი ძველ რომში".


image


შხამსაწინააღმდეგო უნივერსალურ ნივთიერებას მითრიდატიუმი ეწოდებოდა, მეფე მითრიდატე VI-ის საპატივცემულოდ.



4. სითბური სხივური იარაღი


ბერძენმა მათემატიკოსმა და მეცნიერმა არქიმედემ (გარდაიცვალა 212 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე) გამოიგონა სხივური იარაღი, რომლის აღდგენა სცადეს ტელეარხ Discovery-ს პროგრამა "ლეგენდების გამანადგურებლების" ავტორებმა. ედრიან მეიორმა აღწერა ეს იარაღი, როგორც "ბრინჯაოს მოელვარე მახვილების ერთობლიობა, რომელიც მზის სხივებს მიმართავდა მტრის ხომალდებისაკენ".


"ლეგენდების გამანადგურებლებმა" ვერ მოახერხეს ამ იარაღის აღდგენა და ჩათვალეს, რომ მისი არსებობა მხოლოდ და მხოლოდ მითი და ლეგენდა იყო, მაგრამ მასაჩუსეტის უნივერსიტეტის სტუდენტებმა 2005 წელს მოახერხეს სან-ფრანცისკოს სიახლოვეს დაეწვათ ნავი 2200 წლის წინ გამოგონებული ამ უცნაური იარაღის საშუალებით.

მეიორმა აგრეთვე აღწერა თანამედროვე მიკროტალღური თბური სხივური იარაღი, რომელიც მოქმედებს მსხვერპლის კანზე, ახურებს რა მას 55 გრადუსამდე და იძლევა ისეთ შეგრძნებას, თითქოს სხეული ცეცხლში იწვის. ეს იარაღი წამოდგენილი იქნა 2001 წელს პერსპექტიული თავდაცვითი საშუალებების სააგენტოს DARPA-ს მიერ.


image


სურათზე: არქიმედე წვავს მტრის ხომალდებს სირაკუზასთან ახლოს პარაბოლური სარკეების საშუალებით.



5. რომაული ბეტონი


ათასეული წლების წინ აგებული რომაული შენობები, რომლებიც დღესაც მყარად დგას, პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ ძველ რომში გაცილებით ხარისხიანი და მტკიცე ბეტონი იწარმოებოდა, ვიდრე დღეს – თანამედროვე შენობების დიდი ნაწილი ხომ 50-60 წელსაც ვერ უძლებს და ჩვენდა სავალალოდ, თვალსა და ხელს შუა ინგრევა.

ამ უძველესი ბეტონის სიმტკიცის საიდუმლო ფორმულა მხოლოდ ცოტაოდენი ხნის წინ გაშიფრეს მეცნიერებმა. აღმოჩნდა, რომ ასეთ განსაკუთრებულ მედეგობას მას ვულკანური ფერფლი ანიჭებდა. სტატიაში, რომელიც 2013 წელს გამოაქვეყნეს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, აღწერილია მექანიზმი, რომლის საშუალებითაც კალციუმ-ალუმინ-სილიკატ-ჰიდრატის ზესტაბილური შენაერთი ამყარებდა ბეტონს. ამასთანავე მისი წარმოების დროს ატმოსფეროში გამოიყოფოდა გაცილებით ნაკლები ნახშირმჟავა გაზი, ვიდრე თანამედროვე ბეტონის წარმოებისას. თუმცა რომაულ ბეტონს ერთი უარყოფითი თვისება ჰქონდა: მის გასაშრობად გაცილებიც მეტი დრო იყო საჭირო.


image


სურათზე: 2000 წელზე მეტი ხნის ბეტონი რომში.



6. დამასკური ფოლადი


შუა საუკუნეებში ახლო აღმოსავლეთში ხმლებს ჭედდნენ დამასკური ფოლადისაგან. ხმლების წარმოების მთავარი მასალა იყო ბულატი-აზიური წარმოშობის შენადნობი. დამასკური ფოლადი-ძალიან მყარი ლითონია. სამრეწველო რევოლუციის დაწყებამდე ის რჩებოდა ყველაზე მტკიცე ფოლადად, რაც კი ცნობილი იყო ადამიანისათვის.

დამასკური ფოლადის წარმოების საიდუმლოებას მხოლოდ თანამედროვე ლაბორატორიებში აეხადა ფარდა, მას შემდეგ, რაც გამოგონებული იქნა სკანირების უნარის მქონე ელექტრონული მიკროსკოპები. კაცობრიობამ ეს ტექნოლოგია აღმოაჩინა დაახლოებით 300 წელს ჩვენს ერამდე და დაკარგა XVIII საუკუნის შუახანებში.


image

4
618
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
618
  
2015, 8 მარტი, 17:28
ნელ-ნელა ანადგურებენ ადამიანები ათასწლეულების მანძილზე შექმნილს:(
2015, 8 მარტი, 17:25
უკვე ასე მგონია ამჟამინდელი მსოფლიო პროგრესს კიარა რეგრესს განიცდის
2015, 6 იანვარი, 17:19
საინტერესო იყო.....მითრიდატე ჩემი კუმირია.....
0 1 4