x
image
worldsport.ge
“რეალი” ჩიჩარიტოს გამოსყიდვას შეეცდება

imageესპანური “მარკას” ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაში მყოფი მექსიკელი თავდამსხმელის ხავიერ ერნანდესის გამოსყიდვას შეეცდება.
ჩიჩარიტო “სამეფო გუნდში” ერთწლიანი იჯარით ასპარეზობს და ივნისის ბოლოს მანჩესტერში უნდა დაბრუნდეს. ესპანელები კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით სარგებლობენ, რომლის მიხედვითაც მადრიდელებმა ინგლისელებს ხავიერის სანაცვლოდ 20 მილიონ ევრო უნდა გადაუხადონ. “რეალი” არ აპირებს აღნიშნული თანხის გადახდას და შეეცდება “მანჩესტერთან” თანხის დაწევის შესახებ მოლაპარაკება აწარმოოს.
ჩიჩარიტომ მიმდინარე სეზონში 28 მატჩი 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ყველაზე დასამახსოვრებელი მადრიდელთათვის ხავიერის მიერ ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოს” კარში გატანილი გოლი გახლავთ. მექსიკელის დარტყმით “რეალი” ნახევარფინალში გავიდა.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0