x
image
worldsport.ge
“იუვეს” გულშემატკივრებს 1/2 ფინალში “რეალთან” თამაში სურთ

imageიტალიის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაღწევა 12 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. ტურინელებმა 1/4 ფინალურ ეტაპზე ფრანგული “მონაკო” ორი მატჩის ჯამში 1:0 დაამარცხეს და ახლა ფინალამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებთ.
ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” “ბებერი ქალბატონის” გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომელ კლუბს ისურვებდნენ ნახევარფინალში თავიანთი საყვარელი გუნდის მეტოქედ.
გამოკითხულთა 71%-ს მეტოქედ მადრიდის “რეალი” სურს. კატალონიის “ბარსელონამ” ხმათა 18% მიიღო, ხოლო მიუნხენის “ბაიერნმა” – 11%.
თუ რამდენად ახდება იტალიელი გულშემაკივრების სურვილი ამას პარასკევს, ნაშუადღევს შევიტყობთ.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
70
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0