x
image
worldsport.ge
სანდო კობახიძე: “სიტუაციის მძევალი ვარ”

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ, რომელიც “დნიპროდან” ლუცკის “ვოლინშია” განათხოვრებულია ინტერნეტპორტალ matchday.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას სად გააგრძელებს ჯერ უცნობია.
- “დინამოსთან” მატჩში პენალტი გამოიმუშავეთ, ხოლო თქვენი გუნდი ანგარიშში უპირატესობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. თუმცა, მეორე ტაიმში “ვოლინმა” სამი გოლი გაუშვა. ჩემპიონატის ლიდერთან ქულების აღებაში ხელი რამ შეგიშალათ?
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის რთული ასახსნელია ჩვენი გუნდი მატჩის მეორე ტაიმს ასე ცუდად რატომ ატარებს. “დინამოსთან” მატჩი ხომ ერთჯერადი შემთხვევა არაა. მანამდეც ზედიზედ რამდენიმე ტური გამარჯვება ხელიდან მეორე ტაიმში გავუშვით. იმავე ლუგანსკის “ზორიასთან”, ზაპოროჟიეს “მეტალურგთან”. რა თქმა უნდა, “დინამოს” მსგავსი გუნდი შეცდომებს არ გპატიობს. შესვენების შემდეგ ხშირად ვცდებოდით. მეტოქის შემტევი მოთამაშეების “ჩაკეტვას” ვერ ვასწრებდით და ამიტომ. ბევრი თავისუფალი სივრცე გაჩნდა. მითუმეტეს, ჩვენ გოლი ვეღარ გავიტანეთ.
- შეგიძლიათ თქვათ, იარმოლონკოსა და შუსტს შორის სინამდვილეში რა მოხდა, როდესაც მსაჯმა კიეველს ყვითელი ბარათი აჩვენა? იარმოლენკომ მართლაც ისიმულიანტა?
- საქმე ისაა, რომ ეს ეპიზოდი არ მინახავს. იმ მომენტში ჩვენი კარიდან შორს ვიდექი და ამიტომ, ვერაფერს ვიტყვი.
- “ვოლინს” ზედიზედ სამი მატჩი არ მოუგია. ფსიქოლოგიურად ეს გუნდზე მოქმედებს?
- რა თქმა უნდა. წაგება ყოველთვის საწყენია, მითუმეტეს, წელს ევროთასებზე გასვლის რეალური შანსი გაგვიჩნდა. მატჩები ერთი ტაიმისგან რომ შედგებოდეს უკვე პრიზიორთა სამეულში ვიქნებოდით. სერიოზულად რომ ვთქვა, არ ვიცი მეორე ტაიმებს ასე უიღბლოდ რატომ ვატარებთ. თითქოს არც კონცენტრაციის პრობლემა გვაქვს და ფიზიკურადაც მომზადებული კარგად ვართ. შესაძლოა, პრობლემა ფსიქოლოგიაშია. ნებისმიერ შემთხვევაში შეცდომების გამოსწორებაზე კარგად უნდა ვიმუშავოთ, რომ მომდევნო მატჩებში ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ.
- ვიტალი კვარციანისთან მუშაობის პერიოდში მის გადაჭარბებულ ემოციურობას და მკაცრ მოთხოვნებს მიეჩვიეთ?
- ვერ ვიტყვი, რომ მას მკაცრი მოთხოვნები აქვს. ვიტალი ვლადიმეროვიჩს მუშაობის საკუთარი მეთოდიკა აქვს და ფეხბურთის თავისებურად აღიქვამს, საწვრთნელ პროცესსაც აქედან გამომდინარე აგებს. უბრალოდ, ის ძალიან ემოციური ადამიანია, რასაც უკვე ყველა მიეჩვია და ნორმალურად აღიქვამენ. ასე რომ განსაკუთრებული არაფერია.
- ბოლო პერიოდში “ვოლინის” ფინანსურ პრობლემებზე ჭორი სულ უფრო ხშირად ვრცელდება. ისინი სიმართლეს რამდენად შეესაბამება?
- ამჟამად, საუკეთესო დრო მთელ უკრაინულ ფეხბურთს არ უდგას და “ვოლინი” გამონაკლისი არაა. მართლაც, ახლა ყველაფერი ისე არაა, როგორც გვსურს. ვფიქრობ, ვითარება გამოსწორდება და ყველაფერი კარგად იქნება.
- თქვენი კონტრაქტი “დნიპროს” ეკუთვნის, ხოლო “ვოლინში” იჯარით თამაშობთ. სეზონის დასრულების შემდეგ დნეპროპეტროვსკში დაბრუნდებით თუ კარიერას კვარციანის გუნდში გააგრძელებთ?
- მართალი გითხრათ, მომავალში რა იქნება ვერ გეტყვით. “დნიპროსთან” კონტრაქტი კიდევ ორწელიწადნახევარი მაკავშირებს და ამიტომ, ფაქტობრივად სიტუაციის მძევალი ვარ. სეზონს დავასრულებ და ვნახოთ, რა იქნება.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0