x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ნანუკა ჟორჟოლიანი: "კაცი იყო და კაცად დარჩა ჩემი შეყვარებული"
image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. აქტიურია სოციალურ ქსელშიც, ახალ-ახალი ფოტოებითა და სტატუსებითაც ხშირად გვანებივრებს. ორსულად იყო, როდესაც ქმარმა მიატოვა, შესაბამისად მასზე ყველაზე დიდი გავლენა პირველი ოჯახის დანგრევამ მოახდინა, მოტივირებული გახდა და უნდოდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. მოახერხა კიდეც. პირველ ქორწინებას შეცდომად არ მიიჩნევს, რადგან ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე ჰყავს.

ნანუკას მეორე ნახევარი, ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად ძებნილი ირაკლი კოდუაა. წყვილმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ირაკლის ოჯახი ჰყავდა. ამ ფაქტს ნანუკა არ უარყოფს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი თავად არ ყოფილა. წყვილს ერთი ვაჟი, საბა კოდუა ჰყავს. ალბათ არ იცოდით, რომ წყვილი ოფიციალურად დაქორწინებულნი ჯერ არ გახლავთ. ნანუკა ქორწილის გადახდასაც გეგმავს. ქორწილს ზუსტად ურთიერთობის 10 წლის თავს დაამთხვევენ. "ჯერ კიდევ ვფიქრობ გავყვე თუ არა ირაკლი კოდუას ცოლად. ქორწილი აუცილებლად საქართველოში გვექნება. ჯერ არ ვიცი ჩავიცვამ თუ არა თეთრ კაბას, მაგრამ არ გამოვრიცხავ"-გვიამბობდა ნანუკა.

ჟურნალისტი სოციალურ ქსელში მეუღლეს სიყვარულით სავსე სტატუსს უძღვნის. "გენერალს გავყევი. რამდენიმე წელიწადში ძებნილის ჯერონიმო გავხდი და დღეს მეუბნებიან ლტოლვილის ჯულიეტა ხარო.

ამ ყველაფერში კი მთავარი მაინც სხვა რამეა. სამივე ნაწილში კაცი იყო და კაცად დარჩა ჩემი შეყვარებული"-წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტი.


imageimage

0
187
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0