x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
კოტე თოლორდავას დის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში

imageგარდაცვლილი მსახიობის კოტე თოლორდავას და, ოლგა ალთეი „ფეისბუქზე“ ძმასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს ემოციური პოსტით. როგორც ცნობილია ოლგამ 6 წლის წინ გაიგო რომ ძმა ჰყავდა. ისინი და-ძმა მამის მხრიდან არიან.

"ძალიან ცოტა დრო მოგვეცა. მხოლოდ 6 წელი. უფრო ზუსტად კი სულ რაღაც 12 დღე. 6 წლის წინ მე და კოტე პარალელურ სამყაროებში ვცხოვრობდით და ერთმანეთის შესახებ არაფერი ვიცოდით. უფლება მაქვს ვთქვა ყველაფერი. მინდა ყველამ იცოდეს, როგორი იყო ჩემი ძმა. ის აღზარდეს მისმა დედამ და ჩვენმა საერთო მამამ. ზოგჯერ იმ სხვა სამყაროში, სადაც ჩვენ თავიდანვე ერთად ვიქნებოდით, 11 წლის ვიქნებოდი ალბათ, როდესაც ქართულად მეტყოდნენ, რომ ის დაიბადა და მეც გავიგებდი. ჩამომიყვანდნენ თბილისში და ყველზე ამაყი გოგონა ვიქნებოდი, თუ მის ხელში დაჭერას მანდობნენ. 18 წლის რომ ვიქნებოდი ის 7-ის იქნებოდა, გავეხუმრებდი ხოლმე. გამიხარდებოდა, მის გვერდით რომ გოგონა გამოჩნდა, გაზაფხული განიკო. გამიხარდებოდა მისი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი და მეწყინებოდა ყოველი მარცხი. მის გევრდით და არასდროს წავიდოდი ავსტრალიაში.

„მე არასოდეს გაგიშვებდი“ - მეუბნეოდა კოტე. სხვადასხვა ქალაქებშიც რომ გვეცხოვრა, მაინც გაგაკონტროლებდიო.

ჩვენ 6 წელი მოგვეცა. ვეღარასოდეს ვაჩვენებ მას ჩემს საყვარელ ოდესას, ვერ გავაცნობ ჩემს შვილებს... მას რაღაცნაირად ქვეყნებისა და კონტინენტების მიღმიერიდან შეეძლო ჩემი სულის გათბობა. ეს აუტანელი დანაკარგია, ვიმედოვნებ, რომ კოტე იქ კარგადაა, მამასთან ერთად და ჩემები იქაც იპოვნიან სიმამაცესა და ძალას ცხოვრება განაგრძონ“, - წერს პლგა ალთეი ფეისბუქის გვერდზე.image

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0