x
image
worldsport.ge
აბატე: “მილანური დერბი ადრინდელივით საინტერესო აღარაა”

imageკვირას, 19 აპრილს იტალიის სერია A-ში მილანური დერბია. “მილანი” “ინტერის” წინააღმდეგ. მოახლოვებულ მატჩზე “სქაი სპორტთან” თავისი მოსაზრება “როსონერის” მარჯვენა მცველმა ინაციო აბატემ დააფიქსირა. მისი თქმით, “დერბი დელა მადონინა”, ისეთი აღარაა, როგორც წლების წინ იყო.
“რა თქმა უნდა მოტივაციის ნაკლებობა არ გვაქვს, მაგრამ ეს დერბი ისეთი აღარაა, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო. გვინდა, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ და მათ საჩუქარი გავუკეთოთ. “ინტერი” კარგი გუნდია და მას გამტანი ფორვარდები ჰყავს იკარდისა და პალასიოს სახით.
ცხადია კაპიტნის სამკლავური ჩემთვის საამაყოა, მაგრამ ნამდვილი კაპიტანი მონტოლივოა”, - განაცხადა აბატემ.
პირველ წრეში გამართული მილანური დერბი ფრედ, - 1:1 დასრულდა.

გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0