x
image
worldsport.ge
ქალი ფეხბურთელები ევრო-2017-ის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებს 20 აპრილს შეიტყობენ

imageსაქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული გუნდი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრამდე, E კალათაში მოხვდა, სადაც ასევე ესტონეთის, ხორვატიის, ყაზახეთის, ალბანეთის, მაკედონიის, ჩერნოგორიისა და მოლდოვის ნაკრებები იმყოფებიან.
სხვა კალათები ასე გამოიყურება:
A კალათა: გერმანია (ჩემპიონი), საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი, ისლანდია.
B კალათა: რუსეთი, დანია, ფინეთი, შვეიცარია, შოტლანდია, ავსტრია, უკრაინა, ბელგია.
C კალათა: პოლონეთი, ჩეხეთი, უელსი, ირლანდია, რუმინეთი, უნგრეთი, სერბეთი, ბელარუსი.
D კალათა: პორტუგალია, ჩრდილოეთ ირლანდია, სლოვაკეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი, ისრაელი, სლოვენია, საბერძნეთი.
კენჭისყრა 20 აპრილს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდება. ჩამოთვლილი ნაკრებები 8 ჯგუფში გადანაწილდებიან. თითო ჯგუფში 5 გუნდი იქნება. შესარჩევი ციკლი 2015 წლის 14 სექტემბერს დაიწყება და 2016 წლის 20 სექტემბერს დასრულდება. გუნდები ერთმანეთში ორ-ორ მატჩს ჩაატარებენ – სახლში და სტუმრად.
ჯგუფების გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ჰოლანდიაში გასამართ ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან, სადაც მასპინძელთა ნაკრები დაემატება. დარჩენილი ორი ნაკრები 2016 წლის ოქტომბერში დარჩენილი ერთი საგზურის მფლობელის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქალთა ევროპის ჩემპიონატში 16 გუნდი პირველად ითამაშებს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0