x
image
worldsport.ge
კანკავა “ბრიუგესთან” მატჩისთვის ემზადება

imageსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შემადგენლობაში ბრიუგეში გაემგზავრა.
16 აპრილს, “დნიპრო” უეფას ევროპის ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩს სტუმრად ბელგიის “ბრიუგესთან” ჩაატარებს. მომავალი შეხვედრა ბრიუგეში იან ბრეიდელის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.
კანკავა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად ევროთასებზე ასპარეზობს. მან ხსენებულ ტურნირზე ერთი გოლიც გაიტანა. კერძოდ, შინ საბერძნეთის “ოლიმპიაკოსთან” მოგებულ (2:0) მატჩში.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0