x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508589
კოტე თოლორდავას მეუღლე ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს
imageსანამ სტატიის უმთავრეს თემაზე გადავიდოდე შეგახსენებთ, რომ კინოსა და მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი კოტე თოლორდავა დაიბადა 1979 წლის 13 მაისს. ყველასთვის კარგად ნაცნობმა მსახიობმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა სერიალი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", თუმცა მან ასევე ითამაშა 2006 წელს ნინო ლიპარტიანის მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმში "გამვლელიN"-ი, 2012 წელს კი გიორგი თავართქილაძის ფილმში "ჟანგის კაცი". კოტეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს 15 წლის ვაჟი ბუკა, ხოლო უკვე 7 წელია რაც დაქორწინებულია დები იშხნელების ერთ-ერთი დის- თამარ იშხნელის შვილთაშვილზე განო (გაიანე) მელითაურზე და წყვილს ყავს 2 საერთო შვილი- 6 წლის ტასო, 3 წლის თარაში და მესამე შვილსაც ელოდებიან.


image

კოტე თოლორდავა მოსკოვში ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. მას რუს მსახიობ სერგეი ბეზრუკოვთან ერთად ერთ-ერთ ფილმში უნდა ეთამაშა. როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, მოსკოვში ორი სცენა ჰქონდა გადასაღები და ორ დღეში სახლში უნდა დაბრუნებულიყო.


კოტეს სიმამრი კახა მელითაური მომხდართან დაკავშირებულ დეტალებს ყვება: "კოტე გადასაღებ ჯგუფთან ერთად რესტორანში 12 საათამდე იმყოფებოდა, სადაც მღეროდა და კარგ ხასიათზე იყო. სასტუმროს ნომერში პირველის ნახევარზე ავიდა. მეორე დღეს გადასაღებ მოედანზე რომ არ გამოჩნდა, მოიკითხეს და 11 აპრილს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
განო სამი თვის ფეხმძიმეა, ამიტომ მას კოტეს გარდაცვალებას უმალავდნენ... არ ვიცით ამას როგორ გადავიტანთ. ექსპერტიზა დაადგენს, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი- ამბობს იგი.



მეგობრების თქმით კოტე გულის უეცარი შეტევით გარდაიცვალა, სხვადასხვა მედია საშუალებების ინფორმაციით კი გარდაცვალების ადგილზე სამედიცინო "შპრიცი" იქნა ამოღებული. მომხდართან დაკავშირებულ დეტალებზე ექსპერტიზა მუშაობს და სავარაუდოდ ცხედარი ხვალ უნდა იქნას საქართველოში გადმოსვენებული.


რა თქმა უნდა მთელს საქართველოს გული დაწყა კოტეს დანაკლისზე, თუმცა ყველაზე მეტად კი მისი 3 თვის ორსული მეუღლე განო მელითაური განიცდის და საკუთარი Facebook-ის გვერდით საზოგადოებას და ჟურნალისტებს მიმართავს:


"ჩემო მეგობრებო, უცხოებო, ახლობლებო, დიდი მადლობა ამხელა თანადგომისთვის! ჟურნალისტებო, ძალიან გთხოვთ მაცადოთ მეუღლის ჩამოსვენება და დაკრძალვა. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ არაკომპეტენტური განცხადებებისგან, მესმის ცნობისმოყვარეობა, რომელიც ამოძრავებს არაერთ საიტს, თუმცა არაეთიკურად მიმაჩნია ამ თემით მანიპულირება, მითუმეტეს რომ არსებობს 15 წლის ბუკა, 6 წლის ტასო, 3 წლის თარაში და ბავშვი, რომელიც მიზის მუცელში. გული მწყდება, არ მეგონა თუ ფეისბუქზე შემოსვლა მომიწევდა ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში. იმედია ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და მაცდით დავიტირო ადამიანი, რომელიც სამყაროს მერჩივნა. მადლობა ყველას!"


imageimageimageimageimage



P.S. გულწრფელად ვუსამძიმრებ თოლორდავების და მელითაურების ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათასასუფეველი კოტეს.

5
705
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
705
  
2015, 14 აპრილი, 14:59
სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ნიჭს არასოდეს აფასებენ, არადა კოტე მართლაც დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის, უზომოდ ნიჭიერი ადამიანი იყო.
2015, 14 აპრილი, 14:47
ასაკოვანი და ცნობილი ადამიანები რომ ჭორაობენ ამ თემაზე საკუთარ გვერდებზე ამან გამაბრაზა ძალიან. მიცვალებულზე ან კარგი სთქვი ან საერთოდ არაფერი არ ილაპარაკო. მით უმეტეს როცა საუბარია ახალგაზრდა და ნიჭიერ ადამიანზე.
2015, 14 აპრილი, 14:37
გაიხარე გუჯა. ენას ძვალი არ აქვს ხომ იცი...
2015, 14 აპრილი, 14:31
გავაზიარე მაკა, მეტი ადამიანი ნახავს და იქნება შეწყვიტონ მტყუან-მართლის გარჩევა.
2015, 14 აპრილი, 14:09
ღმერთმა განუსვენოს სასუფეველში.
0 1 5