x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ნანუკა ჟორჟოლიანი კოტე თოლორდავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება-"ბაბულიკ, მაგრად ტეხავს! მაგრად!"
image
მსახიობ კოტე თოლორდავას მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველას გული გვატკინა. ის მართლაც გამორჩეული იყო და ყველას სიმპატიას და სიყვარულს იმსახურებდა. განსაკუთრებით კი კოტე მაყურებელმა, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ერთ-ერთი ბაბულიკას როლით შეიყვარა...

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი კოტე თოლორდავას შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:

"უარს არასოდეს ამბობდა... უტყდებოდა არას თქმა... მაგრამ სულ ბუზღუნებდა. ახლახანს არ ვიყავი, ხალხს მობეზრდა ჩემი ყურებაო. თუ ეტყოდი, რომ ინტერვიუ განოზე იყო ეგრევე დაითანხმებდი! არ ბეზრდებოდა ტიპს საჯაროდ მისთვის სიყვარულის ახსნა! ფიქრობდა, რომ განოს მადლიერი უნდა ყოფილიყო მთელი ცხოვრება! გამორჩეულად თავმდაბალი იყო. მთავარი ბაბულიკობის ფონზე განსაკუთრებით.


ბაბულიკ, მაგრად ტეხავს! მაგრად!"


imageაი რას წერენ და როგორი სიყვარულით იხსენებენ კოტე თოლორდავას კომენტარებში:

"რომ ამბობენ უფალს ზეცაში საუკეთესო უნდაო, მართალი ყოფილა ეგ ამბავი, ყველას გვეწყინა და გული დაგვწყვიტა, ყველაზე მაგარი ბაბულიკა იქნება ყოველთვის..."

"ყველას ძალიან დააკლდება, ძალიან მიმზიდველი, დადებითი ენერგიის მქონე პიროვნება იყო. თბილი თვალებით..."

"კოტეეე... არასდროს არ მომბეზრებია შენი არცერთი გამოსვლა, ძალიან დაგვაკლდები შენ ხომ საუკეთესო იყავი, ღმერთმა სამუდამო სასუფეველი დაგიმკვიდროს! ნათელში იყოს შენი სული! ვილოცებთ შენი სულის უკვდავებისთვის....."

" შარშან ქუთაისში, ბაღის კიდეს მიუყვებოდა, თან ბოთლით ლუდს სვამდა. საპირისპირო მხრიდან მომავალმა ბავშვებმა შეაჩერეს და ფოტოებს იღებდნენ. გამეცინა... მომიბრუნდა და მეუბნება, თქვენც ხომ არ გნებავთ? ინსტიქტურად ვუთხარი არა. ახლა მწყდება გული..."

"უმრავლესობას მხოლოდ დაღუპვის მიზეზი აინტერესებს. რა მნიშვნელობა აქვს?ადამიანი ცოცხალი აღარ არის! უფალმა ნათელში გამყოფოს, ძალიან დამწყდა გული..."

" საცოდაობაა ასეთი შეყვარებული ცოლ-ქმრის სამუდამოდ დაშორება, არანაკლებ მეცოდება მეუღლე, დაენგრა ოცნებები და სამუდამოდ დაეხურება გული. აღარასოდეს არ იქნება მისთვის იგივე ცხოვრება, როგორ კარგადაც არ უნდა იყოს..."

კოტე ნანუკას შოუში:

imageimageimageimage



0
377
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0