x
image
აჩიკუნა
სარკე – მისტიური საგანი
image



სარკე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი საუკუნით ადრე გამოიგონეს და მაშინვე

ერთგვარ მისტიურ საგნად გადაიქცა. ის ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ


ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, ირწმუნებოდნენ, რომ

სარკე იყო მიღმა სამყაროსთან დამაკავშირებელი დერეფანი. მისი დახმარებით შეიძ-

ლებოდა სნეულის განკურნება, დაკავშირება გარდაცვლილებთან და ცოდვისგან დამძი-

მებული სულის გაწმენდაც კი. ამ უკანასკნელს ტიბეტელი მონაზვნები "საკუთარ თავთან" დაბრუნების პროცესს უწოდებდნენ.


image

მონაზვნები ოთახში ერთმანეთის პირდაპირ ორ სარკეს ჩამოკიდებენ და სრულ

სიჩუმეში, თვალის დაუხამხამებლად საკუთარ გამოსახულებას მისჩერებიან. სარკეში

ცქერის ხანგრძლივობა ხუთ-შვიდ წუთამდე გრძელდება.თანდათანობით სარკეში

ერთის ნაცვლად ორი ადამიანის ფიგურა ჩნდება. სახეები ერთმანეთს ენაცვლებიან.

ტიბეტელი მონაზვნების აზრით, მეორე გამოსახულება მონაზვნის მიერ სიცოცხლეში

დაგროვებული ცოდვების მატერიალიზებილი სახეა. გამოსახულება, რომელსაც

"საკუთარი სახის ვარიაციასაც" უწოდებენ, სარკეების დერეფანში გაივლის და

პირველიდან მოპირდაპირე მხარეს ჩამოკიდებულ სარკეში გადაინაცვლებს, ამით

ადამიანი ცოდვებისგან გათავისუფლდება.








შუა საუკუნეების ერთ-ერთი ცნობილი მკურნალი ავადმყოფებს სარკის მეშვეობით

უსვამდა დიაგნოზს. უფრო სწორად, იმ კვალის დახმარებით, რომელსაც პაციენტის

ამონასუნთქი ტოვებდა სარკეზე. მკურნალი დარწმუნებული იყო, რომ რეალური

ადამიანის დაავადება მის გამოსახულებაზე გადადიოდა.

image





ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, 331 წელს, სპარსეთის მეფესთან, ბრძოლის წინ,

ალექსანდრე მაკედონელი უჩვეულოდ ღელავდა. დაჟინებით დაჰყურებდა სარკეში თავის გამოსახულებას და გულში ეკითხებოდა, – რა იქნება ხვალ?

მოულოდნელად სარკეში ბრძოლის კადრები გაჩნდა და მხედართმთავარმა საკუთარი

გამარჯვება დაინახა. რამდენიმე წუთში ალექსანდრეს კარავში ასტროლოგი იხმეს.

"ეს თქვენი დიდების ნიშანია", – უთხრა ვარსკვლავთმრიცხველმა მხედართმთავარს.

მაკედონელმა ბრძოლაში მართლაც ბრწყინვალედ გაიმარჯვა.

image





რითი აიხსნება დღემდე ღრმად ფესვებგადგმული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც

სახლში, სადაც მიცვალებულია, სარკეს კედლის მხარეს აბრუნებენ ან მას თეთრი,

გაუმჭვირვალე ზეწრით შებურავენ ხოლმე?! მიზეზი მარტივია: მიცვალებულისთვის

სარკე ერთგვარი დერეფანია ორ სამყაროს შორის და მისი გამოყენებით მიცვალებულს

შეუძლია ჩვენთვის უხილავ სამყაროში ცოცხალი ადამიანის სულიც გაიყოლოს.

ასევე, სანამ მიცვალებული სახლშია, სარკიდან შეიძლება სახლში შემოძვრეს რამე ბოროტი სული… სხვა მოსაზრებით, მიცვალებული სარკეს ერთგვარ ორიენტირად

გამოიყენებს და მისი მეშვეობით სული შეიძლება სახლში დაბრუნებას

შეეცადოს ან სამუდამოდ სარკეში დაიდოს ბინა.

image






ეს ამბავი გოროს რაიონში მოხდა: – მარტოხელა მოხუცის გარდაცვალების ამბავი მისმა

ახლობლებმა რამდენიმე დღის შემდეგ გაიგეს. წესისა და ადათის შესაბამისად

დაკრძალეს, მაგრამ გარდაცვლილი ბინაში რამდენიმე დღე ხომ უპატრონოდ იყო?

მეორე ზაფხულს, როცა გორში გარდაცვლილის შვილიშვილი მისი მეგობრები

დასასვენებლად ჩავიდნენ, ღამით უჩვეულო ხმაური გაიგონეს. ახალგაზრდა ქალმა

ყველა ოთახი შემოიარა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო. საძინებელში დაბრუნებამდე

სააბაზანოში შეიარა, ონკანი გახსნა. უნდოდა, სახეზე წყალი შეესხა, უნებურად თვალისარკისკენ გაექცა. იქიდან ჭაღარა მოხუცი მისჩერებოდა... აქ საიდან გაჩნდიო უნდოდა

ეკითხა, მაგრამ ენა ვერ მოიბრუნა. "მე აქ ვარ არსად წავსულვარ", – უსიტყვოდ,

ტელეპატიურად მიუგო გარდაცვლილმა პაპამ. ქალმა შიშით გონება დაკარგა და

იატაკზე დაეცა.

image






ერთი თბილისელი ქალბატონის მზითევში ანტიკვარული სარკე ერია. ძვირფას ნივთს

ბინაში საპატიო ადგილი მიუჩინეს, მისაღებ ოთახში ჩამოკიდეს. რამდენიმე თვის

განმავლობაში ოჯახში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთ დღეს კი ქალბატონმაშენიშნა, რომ სარკეში უზარმაზარი ხე გამოჩნდა, დაბნეულმა ოთახი მოათვალიერა,

მაგრამ ტოტებ გაშლილ ხეს იქ რა უნდოდა?!

რამდენიმე დღის შემდეგ ანტიკვარულმა ნივთმა ისევ მიიქცია ოჯახის წევრების

ყურადღება. მასში კვლავ ხე გამოისახა. თავიდან ამ შეუცნობელმა მოვლენამ ცოლ-ქმარი შეაშფოთა, მაგრამ მალე თითწოს შეეჩვივნენ კიდეც სარკის უჩვეულო "ხასიათს"

და მასზე დროგამოშვებით აღბეჭდილ ხეს ყურადღებას აღარ აქცევდნენ. ერთხელ

ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მშობლები ესტუმრნენ. უცებ საშინელი გრუხუნი გაისმა,

კედელი გადმოინგრა, სარკე იატაკს დაენარცხა და დაიმსხვრა. ადამიანი, რომელიც

კედელთან ყველაზე ახლოს იჯდა, ნანგრევებიდან ძლივს გამოათრიეს. ცოლ-ქმარი კი

გაოცებული დასჩერებოდა უზარმაზარ ხეს, რომელიც გამონგრეულ კედელში შემოვ-

არდა... როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხეს დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა

დაეჯახა, ის წაიქცა და სახლს დაეცა. საბედნიეროდ, ეს ინციდენტი უმსხვერპლოდ

დამთავრდა, თუმცა ცოლ-ქმარმა ბინა შეიცვალა და დღემდე შიშით უყურებენ

ნებისმიერ სარკეს.




P.S. ამბობენ, თუ სარკეში საკუთარ გამოსახულებას გაუღიმებთ და წარმატებას

უსურვებთ, იღბალი თავისით მოვა.


image


image


image

image































































































































































































































































































































































1
218
5-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
218
  
0 1 1