x
image
აჩიკუნა
სიზმრის ხედვის ხელოვნება
image
ყოველ ღამე ათი ათასობით ამერიკელი იღვიძებს, ანთებს ნათურას და იწერს

იმას, რაც სიზმარში ნახა. რატომ? იმიტომ, რომ ისწავლოს სიცოცხლის იმ

მესამედის სრულად გამოყენება, რაც ძილს უკავია. ამერიკელები სწავლობენ

სიზმრის წარმართვას და რეალურ ცხოვრებაში მისგან სარგებლობის მიღებას.


თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა. ფაქტია, რომ ფსიქოლოგები ყოველ სიზმარს

ხსნიან.

image


ძალიან დიდი ხნის წინ ერთმა ინგლისელმა გოგონამ და მისმა მეგობრებმა ნაძლევი

დადეს, ვინ უფრო საშინელ ამბავს გამოიგონებდა. მთელი ღამე ბუხართან ისხდნენ და

უსაშინლეს ამბებს ჰყვებოდნენ. გოგონამ ღამე კოშმარული სიზმარი ნახა.

გულგახეთქილს გაეღვიძა და იმ წუთშივე ჩაიწერა სიზმარი. გოგონას მერი ერქვა,

ხოლო ნაძლევის მონაწილენი იყვნენ ჯორჯ ბაირონი და მერის მომავალი ქმარი პერსი

ბიში შელი.



ჯორჯ ბაირონი; მერი შელი; პერსი ბიში შელი

image


"სიზმარში ნანახი საშინელება მერიმ რომანად აქცია და "ფრანკენშტეინი" დაარქვა.

მერის რომ დაზარებოდა იმ წუთში სიზმრის ჩაწერა, დილით უკვე აღარაფერი

ემახსოვრებოდა". ამტკიცებენ ფსიქოლოგები.

image



ადამიანი ღამეში სულ ცოტა, 5 სიზმარს მაინც ნახულობს, მაგრამ ცნობიერებაში

ფიქსირდება ბოლო სიზმრის რამდენიმე ეპიზოდი. ყველა სიზმარი როდია მნიშვნე-

ლოვანი. ამის გასარკვევად საჭიროა ვისწავლოთ სიზმრის დამახსოვრება.


ძილში ნანახი, გაღვიძების შემდეგ, ცნობიერებაში რამდენიმე წამს ან წუთს ჩერდება,

შემდეგ კი ქრება, მაგრამ თუ თვალებს უცებ არ გავახელთ და ხმამაღლა გავიმეორებთ

სიზმრის იმ ნაწილს, რომელიც დაგვამახსოვრდა, თუნდაც ეს იყოს სიზმრის ბოლო,

მაშინ იგი მტკიცედ დაილექება გონებაში და ნელ-ნელა გაგვახსენდება სხვა დეტალ-

ებიც.


image


საინტერესოა, რომ ქალები უკეთ იმახსოვრებენ სიზმრებს, შეიძლება იმიტომაც, რომ

ისინი უფრო თავისუფლად აღწერენ ძილში ნანახს, მაგრამ სიზმრის დამახსოვრება

ერთია და მისი სწორად ახსნა მეორე.


რა არის სიზმარი? განვლილი დღის ანარეკლი, თუ მომავლის ხილვა? ამ კითხვებზე

პასუხს მეტ-ნაკლებად სიზმრების წიგნი იძლევა, თუმცა ეს პასუხები ძალზე

სუბიექტურია. წიგნი არ ითვალისწინებს სიზმრის მთელ კონტექსტს და ადამიანის

ინდივიდუალობას. ერთი და იგივე სიმბოლო სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა

მნიშვნელობისაა. მაგ. ანთებული სანთელი ერთისთვის შეიძლება რომანტიკულ

ვახშამს ნიშნავდეს, მეორისთვის ეკლესიაში წასვლას და ა.შ. სიზმრის სწორად

ასახსნელად საჭიროა ჯერ გაერკვეთ, რა არის მნიშვნელოვანი ნანახში (თუ ეს სიზმარი

მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ რაღათქმაუნდა).

image


ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველა სიზმარი ფერადია. თანაც, ქალისა და მამაკაცის

სიზმრის ფერები განსხვავდება.


კაცების სიზმრებში სჭარბობს თეთრი, ფორთოხლისფერი და წითელი ტონები.

ქალებს კი ვარდისფერი, ცისფერი და მწვანე ფერები ესიზმრებათ. ცხოველებსაც კი

სხვადასხვას ხედავენ: ქალები – მომცროს და წყნარ;

მამაკაცები – დიდებს და აგრესიულებს.



image


ხანდახან სიზმარი ჯანმრთელობაზეც მიანიშნებს. თუ სიზმარში ადამიანს ვინმე

თავს ესხმის ან ბინაში უვარდება ის შეიძლება ავად გახდეს. ე.ი. მის

ორგანიზმს "თავს ესხმის" ვირუსი, ამიტომ ასეთი სიზმრის შემდეგ ვიტამინების

მიღება არ გვაწყენს.


image

მეორე გავრველებული სიზმარია, როდესაც ადამიანი საშინელ არსებას ან მოვლენას გაურბის. ძილში გაქცევისას, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ფეხები ეკვეთება,

უნდა იყვიროს, მაგრამ ხმას ვერ გამოსცემს. ამ უსუსურობას ფსიქოლოგები ასე ხსნიან:

ამ მომენტში გაღვიძებისას ადამიანი, ორიოდე წამს განძრევას ვერ ახერხებს. ასეთი სიზმრები, ძილის ყველაზე ღრმა ფაზაშია დამახასიათებელი, როდესაც ადამიანი პრაქტიკულად უმოძრაოა და მისი კუნთები მაქსიმალურად მოშვებ-ული. თუ ასეთი სიზმარი განმეორდა, შესაძლოა ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი

რეალობაში ხიფათის აცდენას ლამობს. იფიქრეთ რა იქნებოდა, რომ "ის"

დაგწეოდათ. ამან შეიძლება ძილში გამოსავალიც "გაპოვნინათ" და პრობლემის

გადასაჭრელი რეალური გზაც მიგანიშნათ.


image

საერთოდ, სიზმარი და რეალობა უფრო მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული,

ვიდრე ეს ხალხს ჰგონია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის ტვინი ძილში ნანახს

ისეთივე სერიოზულობით აღიქვამს, როგორც ცხადში მომხდარს. როდესაც მას

ესიზმრება, რომ მთელი ღამე ავეჯს ეზიდებოდა, დილით დაღლილ-დაქანცული

იღვიძებს. იგივე ხდება ღამის კოშმარის შემდეგაც.


image


გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ზოგს ძილში შეუძლია სიზმრის წარმართვა

რეჟისორივით, შექმნას ან მოსპოს პერსონაჟები, შორეულ ქვეყნებში ფრენა, თავისი და

სხვისი ქმედების, ამინდის და დეკორაციის შეცვლაც კი ... როგორც ფსიქოთერაპევტები

ამტკიცებენ, სიზმრის რეგულირების სწავლა ყველას შეუძლია. მთავარია, ცხადში,

დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ჰკითხო შენს თავს: ხდება თუ არა ეს ცხადში?

მალე ასეთი კითხვა ზილშიც დაგებადებათ. ახლა საჭიროა დაკვირვება. ფაქტია,

რომ ძილში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ცხადსი, აქ უფრო სწრაფად

იცვლება ყველაფერი და როგორც კი დაიწყებთ ამ ცვლილების შემჩნევას, ე.ი.

"გაცნობიერებულ" სიზმარში ხართ და სიზმრის წარმართვაც შეგიძლიათ.



image


image

image


3
120
9-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
120
  
2015, 16 აპრილი, 12:18
დიდი მადლობა. გაიხარე!
2015, 16 აპრილი, 0:16
გავაზიარე
0 1 3