x
image
თეო-ელე-ნათი
კიდევ ერთი მტკიცებულება აკაკის უზადო ლოგიკისა

image
1905 წლის ზაფხულის ერთ-ერთ დღეს თბილისისაკენ მიმავალი აკაკი წერეთელი მიხაილოვოს (ამჟამად ხაშურის) რკინიგზის სადგურის სასადილო დარბაზში იჯდა და საუზმობდა. ამ დროს ჩამოდგა მატარებელი და ცოტა ხნის შემდეგ ბუფეტში შებრძანდა დიდი მთავარი _ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, რომელიც დასასვენებლად მიემგზავრებოდა თავის მამულში _ ბორჯომში. კავკასიის ყოფილი მეფისნაცვლის დანახვაზე ყველანი წამოდგნენ. მხოლოდ აკაკი განაგრძობდა დამჯდარი დინჯად საუზმომას. "მისმა უდიდებულესობამ" ნამცხვარი მოითხოვა და ფეხზე დგომით შეუდგა ჭამას. უცებ მან თვალი მოკრა ჭაღარამოსილ, ევროპულად ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მას და დამჯდარი მშვიდად მიირთმევდა საუზმეს. გაკვირვებული დიდი მთავარი ნამცხვრის ჭამა-ჭამით მივიდა უცნობთან და აგდებული კილოთი ხმამაღლა ჰკითხა: "_კაკაია რაზნიცა მეჟდუ ჩელავეკომ ი ჟივოტნიმ? _ჟივოტნოე სტოია კუშაიუტ, ა ჩელოვეკ - სიდია. ვოტ კაკაია რაზნიცა. _მოურიდებლად უპასუხა აკაკიმ და კვლავ დინჯად განაგრძო საუზმობა. "მისი უდიდებულესობისათვის" ასეთი პასუხი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მას ენა ჩაუვარდა და გაოგნებული სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას.

1
680
5-ს მოსწონს
ავტორი:თეო-ელე-ნათი
თეო-ელე-ნათი
680
  
2015, 9 აპრილი, 21:26
ძალიან კარგად მიუგია )))
0 1 1