x
image
თეო-ელე-ნათი
დუმილი

imageლამაზად, ბევრი და საქმეზე საუბრის ცოდნა მისასალმებელია ყველგან და ყოველთვის. თუმცა, ცხოვრებაში არის სიტუაციები, როდესაც საერთოდ არ არის აუცილებელი აზრის გამოხატვა, მაშინაც კი, როცა ძალიან გსურთ. მერე რა რომ გარშემომყოფები გთვლიან სიმართლის მოყვარულად, უნდა იცოდეთ უშეცდომოთ გამოიცნოთ მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს თქვენგან განსაკუთრებულ თავდაჭერილობას და დელიკატურობას. ამის სწავლა, კი არც თუ ისე იოლი ყოფილა. თუ კი თქვენ შეჩვეულნი ხართ, თქვენი აზრი გამოხატოთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ ისწავლოთ დროულად გაჩუმება, თქვენ ყოველთვის უხერხულ სიტუაციებში აღმოჩნდებით. როდისღა უნდა დააჭიროთ ენას კბილი და გაჩუმდეთ?
პირველ რიგში, არ ღირს უმიზეზოდ, გამოთქვათ ნეგატიური აზრი თანამოსაუბრის გარეგნობის ან ხასიათის შესახებ. გულახდილობა - ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რატომ გავაფუჭოთ ურთიერთობა გარშემომყოფეთან? ადამიანს შეუძლია შეინახოს წყენა ან ჩავარდეს დეპრესიაში თქვენი სიტყვების შემდგომ, შემდგომში კი თქვენ თავს დამნაშავედ იგრძნობთ ზედმეტი პირდაპირობისთვის. თუ კი თქვენ დაგისვამენ უხერხულ „კითხვას“, ეცადეთ უპასუხოთ რაც შეიძლება რბილად, უკეთესია - გადაიტანეთ სხვა თემაზე საუბარი. იცოდეთ, ყოველთვის მწარე სიმართლე არ სჯობს ტკბილ ტყუილს.
თუ კი თქვენ ვერ ერკვევით საუბრის თემაში ან ცურავთ ტერმინოლოგიაში - გაჩუმდით. არ ღირს სისულელის თქმა იმის გამო, რომ ჩაერთოდ საუბარში, ეს სულაც არ არის აუცილებელი. თქვენი აქტიურობა და შეუპოვრობა შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეთ და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. როცა ადამიანი დუმს, გამოიყურება უფრო ჭკვიანურად, ვიდრე სისულელეების საუბრისას.

ვინმეს პიროვნების განხილვისას, ეცადეთ გაექცეთ მის კრიტიკას, შეფასებას და დადანაშაულებას. გახსოვდეთ - თქვენ მოსამართლე არ ხართ და არავის არ მოუცია უფლება მტკიცებების გარეშე დაადანაშაულოთ ან გააკრიტიკოთ სხვები. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სასამართლოში და თქვენგან მოითხოვენ რეალური ფაქტების ჩვენებას.

არსებობს ზოგიერთი საკითხები, რომლებიც სჯობს არ განიხილოთ და არ შეეხოთ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კონფლიკტური სიტუაცია. ეს ეხება რელიგიას, მოქალაქეობას, პოლიტიკას, და ზოგ შემთხვევაში, სპორტსაც. ისინი ეხება ძალიან პირად გრძნობებს, ადვილად იწვევს ხალხის ემოციებს, ამიტომ ასეთ თემებზე კამათი აბსოლუტურად არაკონსტრუქციულია.

თუ კი თქვენ გრძნობთ, რომ აღარ გისმენენ და ინტერესი დაკარგეს, უმალვე გაჩუმდით. არ განაგძოთ დისკუსია თქვენი ინიციატივით, თქვენ მოგისმენენ, უკეთეს შემთხვევაში, თავაზიანობის გამო. გაჩუმდით დროზე და არა გვიან.


1
21
3-ს მოსწონს
ავტორი:თეო-ელე-ნათი
თეო-ელე-ნათი
21
  
2013, 10 ივლისი, 21:59
მხოლოდ ნაწილობრივ... :)
0 1 1