x
image
worldsport.ge
რამოსი სუბისარეტას გაუთანაბრდა

imageესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა ჰოლანდიის წინააღმდეგ “ამსტერდამ არენაზე” წაგებულ (0:2) ამხანაგურ შეხვედრაში “ფურია როხას” რიგებში 126-ე მატჩი ჩაატარა და “ბარსელონას” ყოფილ მეკარეს ანდონი სუბისარეტას გაუთანაბრდა.
ესპანეთის ეროვნული ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით პირველ ადგილზე “სამეფო გუნდის” მეკარე იკერ კასილიასი (161) გახლავთ, რომელიც “ნარინჯისფერების” წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე იყო. მეორე ადგილზე კი “ფურია როხას” ყოფილი ფეხბურთელი “ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესია (133).
რამოსი ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს და ჯერ მხოლოდ 29 წლის გახლავთ. მცველს შანსი აქვს ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების მხრივ პირველ ადგილზეც კი გადაინაცვლოს.



გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0