x
image
worldsport.ge
“მანჩესტერ სიტიმ” ანჩელოტისთან მოლაპარაკება დაიწყო

imageმადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.
Sky Sport Italia ირწმუნება, რომ “მანჩესტერ სიტიმ” 55 წლის იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკება დაიწყო.
მანეულ პელეგრინის ხელმძღვანელობით მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალიდან გამოეთიშნენ, არადა, “სიტის” მეპატრონეებს ევროთასებზე გამარჯვება სურთ.
ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგა “მილანში” ორჯერ მოუგია (2003 და 2007 წლებში), ხოლო ერთხელ “რეალში” (2014 წელი).
2009-2011 წლებში ის “ჩელსიში” მუშაობდა, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატში, თასზე და სუპერთასზე გაამარჯვებინა.



ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0