x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რა ეწყინა ინგა გრიგოლიას ტელეკომპანია იმედისგან

ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც გამოეხმაურა ჟურნალისტების ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას გაკეთებულ განცხადებებს. "ტელეკომპანია იმედს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ განცხადებების გამო, რომელიც გაისმა იმედის ეთერში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. პარასკევს, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ "ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კატეგორიულად მოსთხოვა გადაცემის ავტორებს, არ გაეშუქებინათ "რეაქციაში" 21 მარტის აქციის თემა.

ასევე, "იმედის კვირაში" წამყვანმა ეკა ხოფერიამ გამოთქვა აზრი, რომ "ხელისუფლებისათვის მიუღებელია ობიექტური "იმედი". ამ განცხადებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში და ცდილობს ჟურნალისტებზე ზეწოლას.

ტელეკომპანია "იმედი" ცალსახად აცხადებს, რომ ჟურნალისტების ეს გამონათქვამები მოკლებულია საფუძველს. არც ხელისუფლებისგან, არც "ქართული ოცნებისგან" და არც რაიმე სხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი არ ქონია "რეაქციის" თემატიკაში ან ზოგადად არხის სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმით ჩარევას. ტელეკომპანია იმედი იცავს და მომავალშიც დაიცავს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების საქმიანობას გარეშე ჩარევისაგან. ჟურნალისტებმა იმედის ეთერში განცხადებები არამიზანმიმართულად და ემოციურ ფონზე გააკეთეს. -იყო ნათქვამი განცხადებაში. ხოლო ტელეწამყვანმა განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შეაფასა და აღნიშნა, რომ "ასე მოულოდნელად დაეცა მეხი":

მეწყინა, -წერს ინგა გრიგოლია.image

image

0
158
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0