x
image
worldsport.ge
ლორია ბერძნული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

imageსაქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია საბერძნეთის პროფესიონალური ფეხბურთის ისტორიაში მეხუთე აღმოჩნდა, ვინც ერთ მატჩში ორი პენალტი მოიგერია.
საბერძნეთის სუპერლიგის განვლილ ტურში ოფი “კერკირასთან” 1:4 დამარცხდა და ლორიამ სტუმართა კარში დანიშნული 3 პენალტიდან ორი აიღო.
მიმდინარე სეზონში, მეორედ მოხდა, რომ მეკარემ ერთ შეხვედრაში ორი თერთმეტმეტრიანი უკუაგდო. 2014 წლის 7 დეკემბერს “პანიონისის” მეკარე ნიკოს პაპადოპულოსმა “პანეტოლიკოსთან” წაგებულ (1:2) შეხვედრაში, მეტოქეს თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ორჯერ არ გაატანინა.
1993 წელს, იგივე “ნაოუსას” კარი დარაჯმა ვანგელის ვოურდოგანისმა აეკ-თან 1:3 წაგებულ მატჩში გააკეთა.
1982 წელს, მსგავსი რამ მოახერხა “პანახაიკის” მეკარე ვასილის დესულასმა პაოკ-თან თამაშში, რომელშიც მისი გუნდი 0:1 დამარცხდა.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც იმ გუნდმა მოიგო, რომლის მეკარემ ორი პენალტი აიღო, 1979 წელს მოხდა. მაშინ, “ლარისამ” “პანიონიოსს” 1:0 სძლია, ხოლო გამარჯვებულთა მეკარეს ნიკიფოროს ბუნტოლოსს ორი პენალტი ვერ გაუტანეს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
182
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0