x
image
worldsport.ge
საქართველოსთან თამაშამდე გერმანიამ ლიოვს გაუხანგრძლივა

imageგერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ალემანთა ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
“იოახიმ ლიოვი და გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია თანამშორომლობას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდგომაც გააგრძელებენ. მხარეებმა გადავწყვიტეთ კონტრაქტის 2018 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივება. ლიოვთან ერთად გუნდში მუშაობას გააგრძელებენ მეორე მწვრთნელი ტომას შნაიდერი, მეკარეების მწვრთნელი ანდრეას კეპკე და გუნდის მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი”, - ნათქვამია გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“კმაყოფილნი ვართ იოახიმ ლიოვთან თანამშრომლობის გაგრძლებით. ჩვენი მიზანი იმ სიმაღლეზე დარჩენაა, რომელზეც ახლა ვიმყოფებით”, - ეს უკვე ფედერაციის პრეზიდენტის, ვოლფგანგ ნიერსბახის სიტყვებია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი თავად ლიოვმაც გააკეთა:
“სწრაფადვე ვთქვი დიახ. გულით და თავით მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ და ისევ მინდა იგივეს გამეორება”.
იოახიმ ლიოვი “ბუნდესნაკრებს” 2006 წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს და გასულ ზაფხულს გუნდს ბრაზილიაში გამართული მუნდიალიც მოაგებინა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები სულ მალე, 29 მარტს, თბილისს ესტუმრება და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში “დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრებს გაეჯიბრება.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0