სალათები ქათმის სალათი ბულგარულის დამატებით 2015, 8 მარტი, 2:05 შემადგენლობა: 200 გრამი ქათმის ფილე, 3 ცალი ბულგარული ( წითელი, ყვითელი, წვანე ), 200 გრამი მაიონეზი, კამა, პილპილი, მარილი გემოვნებით. როგორ მოვამზადოთ? 1. მოვხარშოთ ფილე და გავჩეჩოთ; 2. ბულგარული დავჭრათ თხელ გრძელ ღეროებად; 3. მოვაყაროთ პილპილი; 4. მოვაყაროთ მარილი გემოვნებით; 5. დავასხათ მაიონეზი და ამოვურიოთ. თუ სტუმრებს ელოდებით და გინდათ ამ კერძით თავი მოიწონოთ, გასაფორმებლად ზევიდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა, დამიჯერეთ თქვენი სტუმარი აუცილებლად გამოგართმევთ რეცეპტს. გემრიელად მიირთვით. 2114 3-ს მოსწონს
|