x
image
worldsport.ge
“მეტალურგის” პროტესტი “ფოლადზე”

imageრუსთავის “მეტალურგის” საშინაო არენა “ფოლადზე” 3 თებერვალს გუნდის მწვრთნელებმა, პირველი შემადგენლობისა და დუბლების ფეხბურთელებმა, ასევე მშობლებმა აქცია გამართეს.
“მეტალურგი” უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და აქციის მონაწილეები ქალაქის მერიისგან, მთავრობისგან და ფეხბურთის ფედერაციისგან შველას ითხოვდნენ. ერთი თვეა სტადიონს ელექტროენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდება, ხოლო სამი თვეა ფეხბურთელებსა და კლუბის თანამშრომლებს კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ.
ზამთარში ვარლამ კილასონიას შეგირდებს შეკრება არ გაუვლიათ და ელემენტარული სავარჯიშო პირობები არ აქვთ.
აქციის მონაწილეების თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროტესტის ნიშნად 5 თებერვალს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მორიგ ტურში სტუმრად ლანჩხუთის “გურიასთან” არ ითამაშებენ.
კლუბს მეტალურგიული ქარხნის ვალი 8 მილიონი ლარის აქვს და ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მისი დაფარვა არ შეუძლია. მეტიც, ისინი მზად არიან კლუბი სიმბოლურ ფასად ერთ ლარად დათმონ თუ მყიდველი გამოჩნდება.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

1
23
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
2015, 3 მარტი, 19:31
ვერ არის კარგი ამბავი
0 1 1