x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
დამარხვის ახალი, გამაოგნებელი მეთოდი იტალიაში
ის, რომ ცხოვრება მშვენიერია, ალბათ ბევრი თქვენგანი დამეთანხმება. მიუხედავად ფინანსური შესაძლებლობისა, წარმომავლობისა თუ თანამდებობისა, როგორც იტყვიან ყველა განუყოფელად "მიწის შვილებად" ვიქცევით გარდაცვალების შემდეგ. ეს ის გარდაუვალი ხვედრია, რომელიც მსოფლიო საზოგადოების 99%-ისთვის არასასურველია, თუმცა მაინც გარდაუვალი. რაოდენ მძიმე და ნეგატიური თემაც არ უნდა იყოს, მაინც ავღნიშნავ, რომ ტრადიციების შესაბამისად გარდაცვლილის ნეშტს მიწაში მარხავენ და აღნიშნული რელიგიური რიტუალების თანახმად მიცვალებულს წესს უგებენ სულის უკეთ განსატევებლად. დღევანდელ სტატიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ იტალიელების ახალი პროექტი, რომელიც გარდაცვლილის ნეშტის სულ სხვაგვარ სამარხს გულისხმობს.


image



ასეთი სახის სამარხი, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება იტალიაში. რაში მდგომარეობს ის? მათ შექმნეს ახალი, სპეციალური ორგანული კაფსულა, რომლის ზევითაც იზრდება ხე. კაფსულაში ათავსებენ ნეშტს, ხის ტიპს ირჩევენ სურვილის მიხედვით და შემდეგ ეს ნეშტი ამ ხესთან ერთად ცხოვრობს კვლავ და ხანგრძლივად.


იტალიელები მიიჩნევენ, რომ ასეთი ტიპის სასაფლაო ტყეს და ბაღს მოგვაგონებს, რაც უფრო სასიამოვნო სანახავია. ამავდროულად კი ეკოლოგიურია და ხეების გაზრდაშიც მეტი აზრი დევს, ვიდრე მათ განადგურებაში "კუბოების" შექმნის მიზნით.



imageimage


მათთან ეს მეთოდი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იმედოვნებენ, რომ ალტერნატიული გზა გახდება ყველა ჩვენგანისთვის და უახლოეს მომავალში ხალხის უმეტესი ნაწილი გადავა ამგვარ სამარხზე.



P.S. სილამაზე იქით იყოს და უცნაური ვარიანტია ჩემი აზრით.

5
753
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
753
  
2015, 12 მარტი, 14:46
საინტერერსოა, ან კრემაცია ან ეს ^–^
2015, 3 მარტი, 13:50
იმდენად უცნაურია რომ ...................
იდეაში საინტრესოა მართლაც
2015, 3 მარტი, 9:37
კი, მაგრამ არ მგონია მსოფლიოში პოვოს პოპულარიზაცია, რამდენი შენობა და მომვლელი ბოტანიკოსი დაჭირდება ამ საქმეს, ჩვენს სახელმქიფოში ყოველი შემთხვევისთვის ამას ხარჯების გამო არ შემოიღებენ :D :D კუკია და იმის ჯანი :))
2015, 3 მარტი, 9:32
საინტერესოა ხომ იცი..რაღაცით მომეწონა
0 1 5