x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
"საკუთარ "პატრონებს" მიხედე, ჟულიკების დედოფალო!" - ირაკლი ზაქარეიშვილი ინგა გრიგოლიას

image" იმედის კვირის" ეთერში გასულმა სიუჟეტმა, რომელიც ნავთლუხის დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეს უკავშირდებოდა, დღეს სრულიდ საქართველო აალაპარაკა. დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას თაღლითს უწოდებს და ეთერში გასულ სიუჟეტს აკრიტიკებს: - " თაღლითო ინგა გრიგოლია - სად არის თათუხაშვილის თემა, რისთვისაც ჩემთან ინტერვიუზე ბელა ზაქაიძე გამოუშვი? ვაცხადებ, რომ "tv იმედს" ინტერვიუ მივეცი შალვა თათუხაშვილის სამესთან დაკავშირებით და სიუჟეტის დანარჩენ თემატიკასთან არანაირი კავშირი არ გამაჩნია." იმედის" ეტერში გასული სიუჟეტი არის სრულიად პროვოკაციული!... ინგა გრიგოლია არის გარეწარი და პირწავარდნილი თაღლითი!... ჩემი და არა მარტო ჩემი შეფასებით ხარ თაღლითი და ამას პირშიც გეტყვი! შენ ხარ პროკურატურის "პრესცენტრი", ხოლო შენი გადაცემა არის " პროკურატურის სატელევიზიო ფილიალი"! ძალიან ბევრი რამისთვის მოგიწევს პასუხის გაცემა თავის დროზე! მიმაჩნია, რომ საბჭოური პროპაგანდისა და გესტაპოს ჟურნალისტიკის ნაზავ პროდუქტ - ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი გაგაჩნია!... " დიშოვი" მანიპულაციით ცდილობთ ხელისუფლებისა და პროკურატურისათვის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრის შექმნას, რაც დანაშაულში თანამონაწილეობაა! უსათუოდ მოგეკითხებათ! ვერც ჟურნალისტის ამპლუას ამოეფარებით და ვერც " პროდიუსერებს"!... საკუთარ " პატრონებს" მიხედე ჟულიკების დედოფალო"!image

თუმცა არც ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დარჩა " ვალში" ადვოკატს და მათ შორის სოციალურ ქსელში დიდი "მიწერ - მოწერა" გაიმართა.როგორც ჩანს ჟურნალისტი ძალიან გაახალისა ზაქარეიშვილის პოსტმა. აი, რას წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში: - " რა მაგარ ხასიათზე ვარ, მაგრამ უნდა დავწერო რა ...ზოგადად არ მიყვარს, ვინმე რომ მლანძღავს... ნუ... რა სასიამოვნოა როცა გლანძღავენ, მაგრამ ადვოკატ ზაქარეიშვილის ლანძღვა - გინებაზე აი, ძალიან ვხარხარებ წუხანდელიდან მოყოლებული... მგონი, ძაან ცუდი არ უნდა იყოს ხო, ეგეთი ტიპი რომ გლანძღავს... შალვა რამიშვილს უნდა შევთავაზო, შოუში წაიყვანოს და იქ ატინგიცოს...გაერთობა ხალხი".



1
277
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
277
  
0 1 1