x
image
worldsport.ge
პერუში ფეხბურთელმა რასისტების გამო მოედანი დატოვა

imageპერუს ჩემპიონატში “სინესიანოსა” და “ხუან აურიჩის” მატჩის მიმდინარეობისას სტუმართა ფეხბურთელმა ლუის ტეხადამ პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვა. ამის მიზეზი კი მეტოქე გუნდის გულშემატკივრების რასისტული გამონახტომები გახდა.
მატჩის 73-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ტეხადამ ვეღარ მოითმინა და ქომაგების მისამართით ბურთი ისროლა, ხოლო მოედანი თვითნებურად დატოვა. შეხვედრის არბიტრმა კი მას ყვითელი ბარათი უჩვენა.
“პროფესიონალი ვარ, მაგრამ პატივს უპირველესად კანის ფერს ვცემ”, - განაცხადა მატჩის შემდეგ 32 წლის ფეხბურთელმა.
ანალოგიური შემთხვევები ბოლო პერიოდში მომრავლდა. მოსკოვურ დერბიში, “ტორპედოსა” და “დინამოს” შორის, “დინამოელთა მცველი კრისტოფერ სამბა მსგავსი ფაქტის გამო, მეორე ტაიმში მოედანზე არ გასულა. 2013 წლის ზამთარში კი “მილანი” – “პრო პატრიას” ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას კევინ პრინს ბოატენგმაც მოედანი დატოვა.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0