x
image
worldsport.ge
მესი vs რონალდუ: თერთმეტმეტრიანების სტატისტიკა

imageარგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ “ეტიჰადზე” მოგებულ (2:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ბოლო წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, სამხრეთამერიკელს ჯო ჰარტმა აჯობა.
whoscored.com-მა მსოფლიოს ოთხგზის და სამგზის საუკეთესო ფეხბურთელები ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ თერთმეტმეტრიანების სერიაში შეადარა. აღნიშნული სტატისტიკა 2009 წლიდან დღემდე შესრულებული პენლების მონაცემების მიხედვითაა შექმნილი.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა 2009 წელს სამეფო კლუბში გადასვლის შემდეგ ესპანეთის პრიმერადივიზიონსა და ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე ჯამში 51 პენალტი შეასრულა და 6 მათგანი ვერ გამოიყენა, ხოლო მესის 34-დან 6 შემთხვევაში მეკარემ აჯობა. არგენტინელს თერთმეტმეტრიანების ზუსტად შესრულებაში 85%-იანი მაჩვენებელი აქვს, ხოლო რონალდუს – 89.5. სეზონი გრძელდება და ორივე ფეხბურთელს აღნიშნული სტატისტიკის გაუმჯობესება შეუძლია.





გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0