x
image
worldsport.ge
უკრაინულ “ჰოვერლას” თარგამაძის დამატება სურდა

imageუკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ უჟგოროდის “ჰოვერლას” დავით თარგამაძის გადაბირება სურდა, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა. ამის შესახებ უჟგოროდელთა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ ua-football.com-თან ინტერვიუში განაცხადა.
“დავით თარგამაძის აყვანა გვსურდა, მაგრამ დიდი ალბათობით ის სხვა გუნდში გადავა. ძალიან სამწუხაროა, რადგან მისი სათამაშო სტილი ჩვენსას მიესადაგება” – თქვა გროზნიმ.
თარგამაძე ბოლო დრომდე დონეცკის “შახტარის” დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა. მას კონტრაქტი “შახტართან” აკავშირებს და მიმდინარე სეზონი მარიუპოლის “ილიჩევეცში” დაიწყო, სადაც დონეცკელებმა გაანათხოვრეს. თუმცა, დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, მარიუპოლელთა რიგები დატოვა.





ლაშა თაბაგარი

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0