x
image
worldsport.ge
მაკარიძე “ფეირენსეს” სასტარტოს დაუბრუნდა

imageგიორგი მაკარიძე პორტუგალიის სეგუნდა ლიგის “ფეირენსეს” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა.
30-ე ტურში “ფეირენსემ” “ტონდელა” მიიღო და გუნდები გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ, ხოლო ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა. მიმდინარე სეზონში მაკარიძეს არ წყალობენ და მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. “ფეირენსეს” 44 ქულა აქვს და 24-გუნდიან სეგუნდა ლიგაში მე-10 პოზიციაზეა.
ნორვეგიის ელიტესერიენში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე “სტაბეკმა”, რომლის ღირსებას გიორგი გოროზია იცავს, ამხანაგურ შეხვედრაში “ვანკუვერ ვაითქეპსთან” 2:3 დამარცხდა. 19 წლის ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0