x
image
worldsport.ge
კლუივერტს “ბარსელონასა” და “მილანის” გაწვრთნა სურს

imageწარსულში ცნობილი ჰოლანდიელი თავდამსხმელი პატრიკ კლუივერტი goal.com-ს ესაუბრა და თავისი სურვილები და სამომავლო გეგმები გაანდო.
კლუივერტის განცხადებით, მისი მიზანი იტალიური “მილანისა” და კატალონიის “ბარსელონას” გაწვრთნაა.
“მილანში” მცირე ხანი დავყავი, მაგრამ იქაურობა კარგად მახსენდება და კარგი კონტაქტები დღემდე მაკავშირებს. “როსონერის” გაწვრთნა ჩემი მიზანია, ისევე როგორც “ბარსელონას”. აგრეთვე სიამოვნებით ვიმუშავებდი ინგლისის რომელიმე ტოპ გუნდში”, - განაცხადა კლუივერტმა.
38 წლის ჰოლანდიელი 2012-2014 წლებში ჰოლანდიის ნაკრებში ლუის ვან გაალის თანაშემწედ მუშაობდა.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

1
43
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
43
  
2015, 26 თებერვალი, 0:48
ვერც მილანს გაქაჩავს , ვერც-ბარსას. არ არის იმ დონის მწვრთნელი
0 1 1